როგორ ვაცდუნოთ და დავაინტერესოთ მამაკაცი - "ვაბამთ ვერძს"

როგორ ვაცდუნოთ და დავაინტერესოთ მამაკაცი - "ვაბამთ ვერძს"

ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. დღეიდან, რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული Wink

მაშ ასე, როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი ვერძი

უმთავრესი წესი - იგი მზადაა შეიყვაროს მომთმენი, დიპლომატიური, ზომიერად "თავქარიანი" და ოპტიმისტი ქალი.

ვერძ მამაკაცს მოსწონს ელეგანტური და გემოვნებიანი ქალები. ამასთან ერთად, ქალი არ უნდა იყოს მომაბეზრებელი და ინიციატორი ურთიერთობაში. ნუ დაიწყებთ მასთან წუწუნს პრობლემებზე. ასე მისი მხრიდან კეთილგანწყობას წამის მეასედში დაკარგავთ. არ მოაბეზროთ თავი რეკვით და ესემესებით. მიეცით საშუალება თავად იყოს ყოველთვის პაემანისა და შეხვედრების ინიციატორი. მამაკაც ვერძს ძალიან მოეწონება ჭკვიანი, გამჭრიახი და ცოტათი "თავქარიანი" გოგო, რომელიც ყოველ ჯერზე ორიგინალურად გამოიყურება, იცვლის გარდერობს და ქცევის მანერას. ნუ იქნებით მასთან ზედმეტად მორცხვი და მორიდებული. კომპლიმენტები კი რომელსაც იგი თქვენ მიმართ გამოთქვამს, ისე მიიღეთ, როგორც კუთვნილი და დამსახურებული, ყოველგვარი ზედმეტი მადლობის გარეშე. ნუ შეეცდებით იყოთ ლიდერი თქვენს ურთიერთობაში, ვერძს საშუალება უნდა მისცეთ საკუთარი სცენარით წაიყვანოს ურთიერთობა, ეს მამაკაცი ვერძისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?