როგორი ქმარი იქნება ბერა ივანიშვილი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორი ქმარი იქნება ბერა ივანიშვილი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ბერა ივანიშვილის 1994 წლის 23 დეკემბერს დაიბადა, ანუ მისი ზოდიაქოს ნიშანი თხის რქაა , ჩინური ჰოროსკოპით კი ძაღლია .

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით როგორც წესი, ყველაზე პრინციპული, გასაოცარი ამტანობით გამორჩეული და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. პლანეტა სატურნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველად ითვლება, თავის შვილებს დისციპლინირებულობას, მოვალეობის გამძაფრებულ შეგრძნებას და წესრიგის სიყვარულს ანიჭებს. მათი უმრავლესობა, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ისეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ, ამ მიზნის ასახდენად. ორივე სქესის თხის რქები, ნებისმიერი საქმის კეთებისას, სიფრთხილითა და დაკვირვებულობით ირჩევენ სამოქმედო გზას და საშუალებას, ამასთან ერთად, შესაშური შრომისუნარიანობა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი მახასიათებელი თვისებაა, თხის რქას ნებისმიერი სახის საქმიანობაში უქადის წარმატებას. პლანეტა სატურნი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამსჯელი პლანეტაა, თავის მფარველობაში მყოფ ადამიანებს ემოციების გამოხატვის მხრივ, საკმაოდ მკაცრი კონტროლის უნარით აჯილდოებს. თუმცა, ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის, თხის რქის ერთგულება და ზრუნვა, იმ ადამიანების მიმართ ვინც ჭეშმარიტად უყვარს განსაკუთრებით თვალშისაცემია. თხის რქას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება, ამ ადამიანების უმრავლესობას საერთოდ არ ეხერხება ენის მოჩლექით საუბარი.

Astrologia

ძაღლის წელში დაბადებული ადამიანები, მოუსვენარი და აქტიური ნატურები არიან. მათ ხშირად უკიდურესი სიჯიუტე ახასიათებთ. მიუხედავად ერთი შეხედვით ინდეფერენტული, ცივი იმიჯისა, ეს ადამიანები ბუნებით დიდსულოვნები, იუმორის გრძნობით დაჯიდოებულები და გულმოწყალეები არიან. მათ არ ახასიათებთ, თავიანთი გრძნობების სახალხოდ აფიშირება და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი გულწრფელი ემოციები, საქციელით დაანახვონ მას, ვინც ნამდვილად უყვართ. ძაღლის წელში დაბადებულის ხასიათში  ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისებაა შერწყმული. მათ შორის პატიოსნება, თანაგრძნობა და სხვათა ნაკლოვანებებისადმი ლოიალური მიდგომის უნარი. ამ ადამიანებს უზომოდ განვითარებული ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა ახასიათებთ, ამიტომ მათ თამამად შეიძლება დაეყრდნონ სხვები მძიმე წუთებში ან განსაცდელისას. ძაღლებს კარგად ეხერხებათ საიდუმლოს შენახვა.  ადამიანები მძაფრად განიცდიან, სხვების პრობლემებს, ტკივილს, გასაჭირს და უბედობას. მათთვის სირთულეს არც არაკომფორტულ გარემოში არსებობა წარმოადგენს რადგან ძაღლისთვის მთავარი, გარშემო მყოფთა ინტელექტუალური დონეა და არა მატერიალური სარგებელი. თუმცა, მიუხედავად  ზემოთ თქმულისა,  ძაღლები საკმაო შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და თითქმის არასოდეს აქვთ  ცხოვრებაში პრობლემა ფულის შოვნასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებს გამოკვეთილი მზრუნველის თვისებები გააჩნიათ.

Astrologia

თხის რქა ძაღლი - იგი ძალზე მაღალი მორალური და ეთიკური პრინციპების მიმდევარია. ხშირად ირჩევს სამართალდამცავის პროფესიას, რადგან მისი ნიჭი ემსახუროს წესრიგის დამყარებას და სამართლიანობის აღდგენას ჭეშმარიტად ფენომენალურია. გულდასმით არჩევს ადამიანს, ვისთანაც ცხოვრების დაკავშირებას გეგმავს, თუმცა თუკი მან ეს არჩევანი საბოლოოდ გააკეთა, მისი დამოკიდებულება პარტნიორისადმი სამუდამო და ურყევია.

Astrologia

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?