ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. თუმცა, დაბადების რუკის მიხედვით, ერთ ადამიანში შესაძლოა თავმოყრილი იყოს ოთხივე სტიქიის თვისებები ან მხოლოდ წყალი-ცეცხლი, მიწა-ჰაერი, ან წყალი-მიწა კომბინაციები. აქედან გამომდინარე ხდება ის, რომ მხოლოდ ზოგადი ფორმულა არსებობს ორი ადამიანის თავსებადობის გამოსათვლელად ასტროლოგიური კუთხით, იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ პროფესიონალურად არ ვაკეთებთ წყვილის სინასტრიულ ( ზუსტი თავსებადობის) ჰოროსკოპს.
ზოგადი მსჯელობით კი ყველაზე საუკეთესო ვარიანტად ურთიერთგაგების მხრივ წყვილებში მათი ერთი და იმავე სტიქიის წარმომადგენლობა მიიჩნევა. მაგ., ცეცხლი (ლომი) ასევე ცეცხლს (ვერძი) უგებს კარგად, წყალი (კირჩხიბი) ასევე წყალს (მორიელი) და ა.შ.
მე გადავწყვიტე სტიქიების მიხედვით ჩამოვაყალიბო მოკლე რევიუ წყვილების თავსებადობაზე მათი მმართველი სტიქიის გათვალისწინებით.
პირველ ეტაპზე "ცეცხლების" ურთიერთობა განვიხილოთ...
ცეცხლის სტიქია ზოდიაქოს სამი ნიშნისგან შედგება. ესენია: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი.
ამ ადამიანებს შორის ხასიათების მსგავსებასთან ერთად, ტემპერამენტის მხრივაც დიდი იდენტურობაა. გარდა ამისა, ცეცხლები ერთნაირად ენერგიულები, ოპტიმისტები და მიზანსწრაფულები არიან. აქედან გამომდინარე, მათ შორის გარდა კარგი სექსუალური თავსებადობისა, შესანიშნავი მენტალურ-ემოციური კავშირიც მყარდება.
ვერძი და ლომი სიმბოლურად თავი და გულია (ანატომიურად ზოდიაქოს ეს ნიშნები ზუსტად ამ ორგანოებს შეესაბამებიან), ამიტომ ასტროლოგები ამგვარ წყვილებს იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებულს ეძახიან. ვერძი ლომს საკუთარი სიალალით ხიბლავს, ლომი კი ვერძისთვის შესანიშნავი მასწავლებელი, მრჩეველი და წინამძღოლია. მათ შორის ხშირია ხმაურიანი გარჩევები, მაგრამ ეს ამ ორის ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს. ისინი შესანიშნავი მშობლები არიან და ბავშვებს ყოველთვის დამოუკიდებელ, ძლიერ პიროვნებებად ზრდიან.
ვერძი და მშვილდოსანი მასწავლებელი–მოსწავლის ტიპური მაგალითია. ვერძის ენერგიული ხასიათი კარგად უბამს მხარს მშვილდოსნის დაუოკებელ სწრაფვას წინსვლისკენ. მათ შორის კარგი სექსუალური თავსებადობაა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კავშირს. თუმცა პერიოდულად კონფლიქტიცაა მოსალოდნელი, ძირითადად ვერძის ბრმა ეჭვიანობის და მშვილდოსნის თავქარიანობის გამო. თუმცაღა საბოლოო ჯამში ვერძი-მშვილდოსნის წყვილი მაინც ხანგრძლივი პერსპექტივის ალბათობით გამოირჩევა.
რაც შეეხება წყვილს მშვილდოსანი–ლომი გაცილებით უფრო ჰარმონიული შეიძლება იყოს იგი, ვიდრე ვერძისა და მშვილდოსნის ტანდემი. ლომის ამაყი ხასიათი და საკუთარი თავის ფლობის უნარი, მშვილდოსანს აიძულებს მასთან ურთიერთობაში უფრო წინდახედული იყოს, იმიტომ რომ ლომი ვერძისგან განსხვავებით მას "პატარ-პატარა ცელქობებს" ნაკლებად აპატიებს. მაგრამ თავის მხრივ, ლომსაც მოეთხოვება ზედმეტი სიამაყით არ შეურაცხყოს მასზე არანაკლებ ამაყი და იდეალისტი მშვილდოსანი, რომელიც ყველა თავის დარდს მხიარული ღიმილის უკან მალავს. თუმცა, მასაც გააჩნია თავმოყვარეობის გრძნობა. ამიტომ კონფლიქტის შემთხვევაში, გამორიცხული არ არის ისიც არანაკლებად გაჯიუტდეს.