რომელ ზოდიაქოს ნიშანში იპოვნით დაქალს რომელთან ერთადაც სიგიჟეების ჩადენა შეგიძლიათ

რომელ ზოდიაქოს ნიშანში იპოვნით დაქალს რომელთან ერთადაც სიგიჟეების ჩადენა შეგიძლიათ

ზოდიაქოს იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე მოგიყვეთ ვისთან ერთადაც ვიქენდის სიამოვნებით გატარება შეიძლება. ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ხანდახან სურვილი გვერდით იყოლიოს მეგობარი, რომელიც მას განტვირთვასა და სისულელეების კეთებაში აუბამს მხარს... ჰოდა, დღეს ზუსტად საიმისო ინსტრუქციას გთავაზობთ ვისთან შეიძლება გაატაროთ მხიარული ვიქენდები ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

ვერძი ტყუპთან იპოვნის საუკეთესო მიზეზებს გასართობად.

კურო შესანიშნავად გაატარებს დასვენების დღეებს კირჩხიბთან მასლაათში ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე.

ტყუპისთვის განწყობის ამაღლება მშვილდოსან ქალს შეუძლია. ის მისნაირად "თავქარიანი" და არაპროგნოზირებადია მუდამ.

კირჩხიბისთვის საუკეთესოდ ეხერხება ხასიათის გამოკეთება თევზებს - ის უპრეტენზიოდ მოისმენს მის ყველა გულისტკივილს და წუწუნს.

ლომი დიდებულად გაერთობა ვიქენდებზე მეგობარ სასწორთან ერთად. ის ხომ იდეალურად ერკვევა შოპინგში და კლუბების ჩამონათვალში, სადაც ქალაქის საუკეთესო ბიჭები დადიან საღამოობით.

ქალწულისთვის რელაქსაციის საუკეთესო გზაა მორიელთან ერთად შაბათ-კვირის გატარება და სხვადასხვა თემაზე მსჯელობა.

სასწორი მშვენივრად დიასვენებს მერწყულის გვერდით, რომელიც მას გაართობს ათასგვარი სასაცილო ისტორიით.

მორიელს ადვილად აიყოლიებს ექსტრიმში ვერძი. მათ შეუძლიათ სახიფათო ლაშქრობა დაგეგმონ ერთად.

მშვილდოსანი მოწყენილობას არ იგრძნობს თუ დასვენების დღეებს სასწორთან ერთად გაატარებს.

ხოლო თხის რქა საუკეთესო ვიქენდს დაგეგმავს კირჩხიბთან ერთად, საგვარეულო საიდუმლოებების გამოკვლევაში.

მერწყული კარგად იგრძნობს თავს მშვილდოსნის გარემოცვაში, რომელიც მას გიჟურ გართობაში აიყოლიებს.

თევზებისთვის კი იდეალური ვიქენდი კუროს გარემოცვაში იქნება, რომელიც დილაობით ამ უკანასკნელს ფინჯანი ჩაითა და გემრიელი ნამცხვრით გაანებივრებს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?