უფრო ფართოდ გავშალოთ თემა და მათ გამორჩეულ, ასევე ნეგატიურ თვისებებზე გაცილებით უფრო ამომწურავად ვისაუბროთ. ვასრულებთ მათ თხოვნას და ტრადიციული განაწყენებული კომენტარები რომ ავიცილოთ თავიდან, იმის გამო, რომ ნებისმიერი სტატიების ციკლს ასტროლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით ყოველთვის ვერძის ნიშნით ვიწყებთ ამჯერად, შუიდან მოვყვებით... პირველი სტატია კირჩხიბ მამაკაცებს ეძღვნებათ. თუ ვინ იქნება შემდეგი და კონკრეტულად რა თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შემთხვევაში განსაზღვრავს მკითხველის აქტიურობა სტატიის ქვემოთ არსებული კომენტარების სახით. ამიტომ თუ სურვილი გაქვთ, უფრო მალე იხილოთ სტატია თქვენი ნიშნის შესახებ, აუცილებლად უნდა მოხვდეთ ტიპ-კომენტარებს შორის.
რატომ ჯობია მორიელ ქალთან მტრობა მასთან მეგობრობას?..
მორიელების მძიმე ხასიათზე რომ ლეგენდები დადის, ეს ალბათ ახალი ინფორმაცია არც არავისთვის გახლავთ. თუმცა, ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ, რომ ქალი მორიელი გაცილებით უფრო "მძიმე არტილერიაა" ვიდრე ამ ნიშნის მამრი წარმომადგენელი. შესაბამისად, მამაკაცისთვის ამ ქალთან ურთიერთობაში არსებობს კონკრეტული წესები და კანონები, რომლის დაცვაც ბევრ დავიდარაბას აარიდებს თავიდან ამ უკანასკნელს... დღევანდელი სტატიაც, ზუსტად მორიელ ქალთან დაკავშირებულ სამ უმთავრეს წესს შეეხება და აგიხსნით, რატომ ჯობია მასთან მეგობრობას მტრობა, თუკი მისი მოხიბვლა გსურთ
1. როგორც მტერი, უფრო გახსნილი და პირდაპირია - მორიელების უმეტესობა შურისმაძიებელი და მებრძოლია თავისი ბუნებით. ამიტომ თუ თქვენ ამ ქალს ღიად დაუპირისპირდებით, მერწმუნეთ, არც ის დაიწყებს დაჩაგრული და უმწეო არსების როლის მორგებას და მაქსიმალურად ეცდება გზიდან ჩამოგიშოროთ. მისთვის არ არსებობს პროფესიული კონკურენციისას კონკურენტის ასაკი და სქესი, შესაბამისად, დანდობას ამ მხრივ ნუ ელით.
2. ასე უფრო დააფასებს თქვენს ჭკუას და დადებით თვისებებს - მიუხედვად იმისა, რომ მძიმე და შურისმაძიებელი ხასიათი აქვს, მორიელს მოწინააღმდეგის ობიექტურად შეფასება ყოველთვის ჯეროვნად შეუძლია. ის პატივს სცემს სულით ძლიერ, სტრატეგიულად მოაზროვნე და ჭკვიან ადამიანებს. ამიტომ თუნდაც მტრობდეთ - ამ თვისებების აღმოჩენა, მასში დიდ პატივისცემას გამოიწვევს თქვენი მისამართით.
3. სიძულვილიდან სიყვარულამდე მისთვის ძალზე მცირე მანძილია - დესტრუქციული ბუნების გამო, ქალი მორიელები ხშირად ანგრევენ დიდი სიყვარულით შექმნილ პარტნიორულ კავშირებს. მათთვის რთულია სიყვარულის და სიმშვიდის ერთმანეთთან გაიგივება. შესაბამისად, თუკი თქვენი ურთიერთობა მტრობით და კონფლიქტით იწყება, სავსებით შესაძლებელია, მოულოდნელად იგი დიდ სიყვარულში და მხურვალე რომანში გადაიზარდოს.