სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა მშვილდოსანი?

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა მშვილდოსანი?

მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

მშვილდოსნის სექსუალური თავსებადობა სხვა ნიშნებთან

მშვილდოსანი ვერძი – ამ ორ ცეცხლის ნიშანს შორის ურთიერთობა, როგორც წესი, დრამატულად და ხმაურიანად მიმდინარეობს. მათი სექსუალური ტემპერამენტი მსგავსია, თუმცა მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ ცვალებადობასა და არასტაბილურობას ვერძის მხრიდან ისტერიკა შეიძლება მოჰყვეს; რის გამოც ამ ორის ურთიერთობას კარგი სექსუალური თავსებადობაც ვეღარ გადაარჩენს.

მშვილდოსანი კურო – საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი კავშირია. მათ შორის შესაძლოა დიდი ფიზიკური მიზიდულობა გაჩნდეს, მაგრამ თავისუფლების მოყვარული და მოხეტიალე მშვილდოსანი, ვერაფრის დიდებით ვერ შეეგუება კუროს მცდელობას "მოკლეზე დააბას" იგი. კურო კი თავის მხრივ მესაკუთრე ნატურაა, ამიტომ კონფლიქტი გარდაუვალია თუ კომპრომისი არ მოიძებნა.

მშვილდოსანი ტყუპი – მათ შორის საკმაოდ ბევრი მსგავსებაა მიუხედავად ნიშნებს შორის ოპოზიციისა. ერთიც და მეორეც გახსნილი, უკომპლექსო და ღიაა, როცა საქმე სექსუალურ ურთიერთობას ეხება, ამიტომ მათი წყვილი არანაირი სახის ტაბუს არ ცნობს ინტიმის კუთხით. თუმცა, პრობლემა შესაძლოა შექმნას ტყუპის მწარე ენამ და მშვილდოსნის მიერ პერიდულად გამოვლენილმა ჭკუის სწავლების სურვილმა ტყუპის მისამართით. თუმცა კონფლიქტი ამ შემთხვევაშიც მალე მოგვარებადია.

მშვილდოსანი კირჩხიბი – მათ შორის ხშირად არის ძლიერი სექსუალური მიზიდულობა, მაგრამ ამ ყველაფერს აფუჭებს სხვაობა ხასიათში. მშვილდოსანი მოხეტიალე და თავისუფლებისმოყვარეა, კირჩხიბი შინაყუდა და მესაკუთრე. ამიტომ მათი ხანგრძლივი ვადით ერთად ყოფნა საკმაოდ სათუო საკითხია.

მშვილდოსანი ლომი – საკმაოდ კარგი წყვილია. ერთიც და მეორეც ცეცხლოვან ტემპერამენტს და საკმაოდ მსგავს სექსუალურ მოთხოვნილებებს ფლობს. გარდა ამისა, მათში ხასიათების მხრივაც დიდი თანხვედრაა. თუმცა მშვილდოსნის არასტაბილურობა, ზოგჯერ ძალიან აღიზიანებს ლომს, რომელიც თავის მხრივ პარტნიორისგან უპირობო ერთგულებას ითხოვს.

მშვილდოსანი ქალწული – საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. მშვილდოსანი ბუნებით იდეალისტი და მაძიებელია, მისი ეს მიდგომა არ ესმის ქალწულს, რომელიც მოითხოვს სტაბილურობას და ზრუნვას. გარდა ამისა, მშვილდოსნის ხასიათში დევს (არ აქვს მნიშვნელობა ქალია ის თუ კაცი) პოლიგამიურობისკენ მიდრეკილება, რამაც შესაძლოა ქალწული გააფთრებამდე მიიყვანოს.

მშვილდოსანი სასწორი – საკმაოდ კარგი კავშირია, როგორც სექსუალური ისე მენტალური კუთხით. სასწორი აღფრთოვანებული იქნება მშვილოდსნის მრავალმხრივობით, ოპტიმიზმითა და იუმორის მოჭარბებული გრძნობით. თავის მხრივ მშვილდოსანიც დააფასებს სასწორის დიპლომატიურ მიდგომას და სურვილს ყოველთვის იყოს მზად მასთან ერთად თავგადასავლების საძებნელად.

მშვილდოსანი მორიელი – ასტროლოგები ხუმრობენ, რომ უმჯობესია, არასოდეს აჩუქოთ მშვილდოსანი-მორიელის წყვილს ძვირფასი საჩუქარი ახალსახლობაზე, იმიტომ რომ ამ ორის კავშირი ხშირად საკმაოდ ხანმოკლე და არადმგრადია. მორიელს უყვარს სტაბილურობა, ის ბუნებით მესაკუთრეა მაშინ როცა მშვილდოსანს გამუდმებით გააჩნია "ჩემოდნური" განწყობა და ვერც კონტროლს ან შეზღუდვებს იტანს პარტნიორის მხრიდან. მათ შორის შესაძლოა კარგი სექსიც იყოს, მაგრამ ეს ვერ გადაარჩენს საბოლოო ჯამში ამ ორის კავშირს.

მშვილდოსანი მშვილდოსანი – ორი მაწანწალასა და თავგადასავლების მოყვარულის კავშირია, რომელიც არავინ იცის სამომავლოდ როგორ განვითარდება. მათ შორის ხშირად არის ძლიერი სექსუალური მიზიდულობა, გარდა ამისა, ხასიათებითაც ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა, სიახლეების  სიყვარული და იდეალისტური ბუნება ერთსაც და მეორესაც უბიძგებს იმისკენ, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ინტერესის ახალი ობიექტი ეძებოს.

მშვილდოსანი თხის რქა – საკმაოდ პრობლემატური წყვილია თუ საქმე ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ. მშვილდოსანი თავგადასავლების, რისკისა და ექსპერიმენტების დიდი მოყვარულია, როგორც ცხოვრებაში ისე პირადი ურთიერთობისას, მათ შორის სექსშიც. ამიტომ ბუნებით ფრთხილ, კონსერვატორ და ტრადიციულ თხის რქას, ძალიან უჭირს ფეხი აუწყოს მის "ოფოფებს". სექსუალური მიზიდულობა დიდია, თუმცა ხასიათების რადიკალური სხვაობა აფუჭებს საქმეს.

მშვილდოსანი მერწყული – ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია როგორც ემოციური, ისე მენტალური და სექსუალური თავსებადობის კუთხით. მერწყული, რომელიც გაცილებით უფრო დიპლომატიური და ლოიალური ნიშანია, ხშირად ინარჩუნებს ურთიერთობაში დამბალანსებლის როლს, ხოლო სექსუალურ ურთიერთობაში წინააღმდეგი არასოდესაა მშვილდოსანთან ერთად სხვადასხვა ექსპერიმენტები ჩაატაროს საწოლში.

მშვილდოსანი თევზები – საკმაოდ რთული და ხშირად ნაკლებად პერსპექტიული კავშირია. საქმე იმაშია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ აძლევენ მთავარს - სიმყარის, სიმშვიდის შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მათი ვნება მძაფრად აალდება ხოლმე, ხანგრძლივი დროით ამ ორ ადამიანს ერთად გაძლება მაინც უჭირს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?