სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ქალწული?

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა ქალწული?

კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა , არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

ქალწულის თავსებადობა სხვა ნიშნებთან

ქალწული ვერძი – მართალია, თავდაპირველ ეტაპზე, ქალწული შეიძლება ძალიანაც მიიზიდოს ვერძის გამოკვეთილმა ხასიათმა, მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობაში იგი მალე აღმოაჩენს, რომ ამ ადამიანთან დიდი ხნით გაძლება არ შეუძლია. ვერძს თავგადასავლები იზიდავს, ბუნებით ექსპერიმენტატორია. ქალწული კი ძნელად ეგუება სიახლეებს. არც სხვადასხვა სახის სექსუალური თამაშებით იხიბლება მაინცდამაინც. ასე რომ, საბოლოო ჯამში ამ კავშირს დიდი ხნით სიცოცხლე არ უწერია.

ქალწული კურო – საკმაოდ ჰარმონიული და კარგი კავშირია. კურო ქალწულის მსგავსად მშვიდი, მოწესრიგებული და გაწონასწორებული ტიპაჟია. იგი უქმნის ქალწულს იმ აუცილებელ გარემოს და ემოციურ ფონს, რაც ამ უკანასკნელს ესაჭიროება სექსში, რომ ბოლომდე გაიხსნას. ერთადერთი, რაც მას მოეთხოვება, არის ის, რომ ნაკლებად აკრიტიკოს პარტნიორი კურო. სხვა შემთხვევაში მათი კავშირი იდეალური იქნება.

ქალწული ტყუპი – ამ ორს ერთი და იგივე პლანეტა – მერკური მფარველობს. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, მათ შორის შესაძლოა საკმაოდ კარგი სექსუალური თავსებადობა შედგეს. ქალწული მძაფრი ტემპერამეტით არ გამოირჩევა, რაც თავის მხრივ აწყობს ასევე ნაკლებად ვნებიან ტყუპს. ერთადერთი პრობლემა ტყუპის ცვალებადობაა, რომლის გამოც შესაძლოა წყვილს შორის პერიოდული კამათი.

ქალწული კირჩხიბი – საკმაოდ კარგი და ჰარმონიული წყვილია სექსუალური თავსებადობის კუთხით. ქალწულის თვისება იზრუნოს და კომფორტი შეუქმნას პარტნიორს, შესანიშნავად ავსებს კირჩხიბისთვის დამახასიათებელ დაცულობის მოთხოვნილებას. ამიტომ ამ უკანასკნელის ხასიათში სექსუალური სითამამე მატულობს, როცა პარტნიორი ქალწულია. პრობლემად შესაძლოა ქალწულის კრიტიკული შენიშვნები იქცეს, რასაც წყენია კიბო დიდი ხნით დაიმახსოვრებს.

ქალწული ლომი – ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლომის ცეცხლოვან ტემპერამენტსა და სექსუალურ მადას ქალწული ხშირად ვერ აუბამს მხარს. გარდა ამისა, ლომისთვის დამახასიათებელი უფროსობის სიყვარულიც ბევრჯერ გამოიწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუმცა, თუ ლომი ცოტათი შეარბილებს მასთან მენტორულ ტონს, ბუნებით მზრუნველმა ქალწულმა შესაძლოა ძალიან მოინდომოს და პარტნიორს ყოველმხრივ ასიამოვნოს.

ქალწული ქალწული – საკმაოდ დადებითი და რაც მთავარია ხანგრძლივი პერსპექტივის მქონე ურთიერთობაა. ერთიც და მეორეც ურთიერთობას, არამხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფლებლად, გაცილებით უფრო სერიოზული მიზნების მისაღწევად იყენებს. როგორიცაა კარგი სახლი, საერთო ბიზნესი და ა.შ.

ქალწული სასწორი – მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმის გამო, რომ ქალწულის რაფინირებული აზროვნების უანრი, ხშირად დათრგუნავს რომანტიკულ სასწორს. ქალწული ყველაფერს ობიექტურად და რეალისტურად უყურებს, მათ შორის სექსსაც. სასწორს კი პირველ რიგში სექსამდე, რომანტიკა და ლამაზი ემოციები სჭირდება, რომელიც მას ამ მომენტამდე მისვლას გაუადვილებს. მაგრამ ყველაფერ ამაზე დროის ხარჯვა, ნაკლებად უჯდება ჭკუაში მატერიალისტ ქალწულს.

ქალწული მორიელი – უფრო ხშირად თავსებადი და ჰარმონიული წყვილია. მართალია, ქალწულის ემოციური სიცივე, ხშირად ფეხს ვერ უწყობს მორიელის ემოციურ ბუნებასა და ვნებიანობას, მაგრამ ურთიერთობის დარეგულირება სხვა რამეებით ხდება. მორიელს მოსწონს ქალწულის მზრუნველი ხასიათი და ერთგულება. მისი ცივი გონება და ანალიტიკური აზროვნებაც არანაკლებ ხიბლავს. ამიტომ შესაძლოა კავშირი საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი გამოდგეს.

ქალწული მშვილდოსანი

– საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. მშვილდოსანი ბუნებით იდეალისტი და მაძიებელია, მისი ეს მიდგომა არ ესმის ქალწულს, რომელიც მოითხოვს სტაბილურობას და ზრუნვას. გარდა ამისა, მშვილდოსნის ხასიათში დევს (არ აქვს მნიშვნელობა ქალია ის თუ კაცი) პოლიგამიურობისკენ მიდრეკილება, რამაც შესაძლოა ქალწული გააფთრებამდე მიიყვანოს.

ქალწული თხის რქა – საკმაოდ კარგი, ჰარმონიული და პერსპექტიული კავშირია. მათი ტემპერამენტი ისევე როგორც ხასიათი, მსგავსია. თხის რქას შეუძლია ქალწული ბოლომდე გახსნას სექსუალური კუთხით. თუმცა პრობლემას შექმნის თხის რქის დიქტატორული ხასიათი და ურთიერთობაში დომინირებისკენ მიდრეკილება. თუკი ქალწული ამ ფაქტს გაგებით და მორჩილებით შეხვდება, კავშირი იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს.

ქალწული მერწყული – მართალია ამ ორს შორის ხშირად ყალიბდება შესანიშნავი გონებრივ-ინტელექტუალური კავშირი, მაგრამ მერწყულის მიდრეკილება ექსპერიმენტებისკენ და უპასუხისმგებლობა, ხშირად იწვევს ქალწულის გაღიზიანებას. თუკი ამ ლაფსუსს უგულვებელყოფთ, ამ ორისგან მშვენიერი წყვილი შეიძლება დადგეს მოკლევადიანი პერსპექტივით

ქალწული თევზები – საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. ისინი განსხვავდებიან როგორც მენტალურად ისე ფიზიკური მოთხოვნილებების დონეზე. ქალწულისთვის ურთიერთობა ზრუნვა და რეალური, ინტელექტუალური კავშირია. მაშინ როცა თევზები განწყობის ადამიანია, იგი სიყვარულს და სექსს გაცილებით უფრო აბსტრაქტულად აღიქვამს. ამიტომ კავშირი ერთობ არასახარბიელო შედეგებით შეიძლება დასრულდეს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?