შეარჩიეთ საახალწლო გარდერობი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შეარჩიეთ საახალწლო გარდერობი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

უმთავრეს საკითხად მაინც შესაფერისი ჩაცმულობის შერჩევა რჩებათ.

ასტროლოგიას გააჩნია კონკრეტული მიმართულება, რომელსაც ევროპელი ასტროლოგები Fashion Astrology-ს ეძახიან. ეს არის დარგი, რომელიც მოდური ტენდენციებისა და ასტროლოგიის კავშირს იკვლევს. აქდან გამომდინარე, საახალწლოდ სპეციალურად იქნა შერჩეული განსაკუთრებული "აუტფიტები" ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალების გულის გასახარად...

ვერძი

ვერძის ზოდიაქოს მარსი მფარველობს. ამიტომ ასტროლოგები ვერძ ქალს ახალი წლის ღამეს ე.წ. "ამორძალის სტილში" შემოსვას ურჩევენ. სასურველია, ჩაცმულობაში ბევრი ლურჯი, იასამნისფერი და შავი ტონები ფიგურირებდეს. ხელები, თმა და ყელი მაქსიმალურად დაიტვირთეთ ლამაზი, თუმცა არაჭრელი სამკაულით.

Astrologia

კურო

კუროს ასტროლოგები საახალწლო ღამეს კლასიკური სტილის კაბის ჩაცმას ურჩევენ, რა თქმა უნდა, შესაფერისი აქსესუარებით. ძვირფასო კუროებო, აირჩიეთ თქვენი მმართველი პლანეტა ვენერას ფერები – ღია ვარდისფერი, ატმისფერი, ცისფერი, მწვანე. განსაკუთრებით დაგამშვენებთ ნახევრადგამჭვირვალე ქსოვილისგან შეკერილი სამოსი.

Astrologia

ტყუპი

ტყუპს ასტროლოგებმა საახალწლოდ ქალური, თუმცა სადა სამოსი შეურჩიეს. სასურველია, კაბა, რომელსაც ჩაიცვამთ მარტივი ფორმის და ფასონის იყოს, ზედმეტი ზიზილ-პიპილების გარეშე. სამაგიეროდ, აქცენტი თავსაბურავებსა და სამაჯურებზე შეგიძლიათ გააკეთოთ.

Astrologia

კირჩხიბი

კირჩხიბ ქალებს "ასტრო-ფეშენოლოგების" აზრით, ახალი წლის ღამეს ვერცხლისფერი ან ბაცი ვარდისფერი კაბა დაამშვენებთ ყველაზე მეტად. კაბის სასურველი სიგრძეა მუხლს ზემოთ ან მიდი. სამკაულებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მარგალიტს.

ლომი

ლომებს, როგორც ბუნებით ჭეშმარიტ "დედოფლებს", ასტროლოგები ურჩევენ, არც ახალ წელს უღალატონ საკუთარ ეპატაჟურ ბუნებას და მაქსიმალური გამჭვირვალობის მქონე, წელში გამოყვანილი კაბა შეარჩიონ სადღესასწაულო ღამის შესახვედრად. სასურველია, თუ კაბის ფასონი წელის არეს და თეძოების გამოკვეთილობას გაუსვამს ხაზს.

Astrologia

ქალწული

საახალწლო გარდერობის შერჩევისას, ქალწულმა ასტროლოგების აზრით, "მრაფალფენოვან" სამოსზე უნდა შეაჩეროს არჩევანი. რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველია რამდენიმე განსხვავებული ფაქტურის მქონე ქსოვილით შეკერილ კაბას მიანიჭოთ უპირატესობა. საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ შიფონისა და თხელი ტრიკოტაჟის სინთეზი.

Astrologia

სასწორი

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, ნებისმიერ სამოსში გამოიყურებიან უზომოდ ქალურად და მომხიბვლელად. საახალწლოდ ასტროლოგების აზრით, მათ შეუძლიათ უპირატესობა შიფონის ან აბრეშუმის კაბებს მიანიჭონ. სასურველი ფერებია: ტალღისფერი ლურჯი, იასამნისფერი, მონაცრისფრო-ვერცხლისფერი და ბაცი ცისფერი.

მორიელი

მორიელი ქალები ასტროლოგთა აზრით, ყველაზე ხშირად გამოირჩევიან მუქი ტონების, კერძოდ კი შავი ფერის სიყვარულით. საახალწლოდ მორიელი შავ ან ჭაობისფერ კაბაში იქნება განუმეორებლად მომხიბვლელი. სასურველია, კაბა ოქროსფერი ნაქარგითა და მაქმანის ელემენტებით იყოს გაწყობილი, ან აქსესუარებში ფიგურირებდეს მაქსიმალური ოქროსფერი.

Astrologia

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს 2014 წელთან შესახვედრად, ასტროლოგები ძირითადად აქსესუარებზე ურჩევენ მაქსიმალური აქცენტის გაკეთებას. კაბის სტილი, თავისუფალი და სადა უნდა იყოს. უპირატესობა მიანიჭეთ ატლასს, შიფონსა და მომწვანო-მოცისფრო გამას. ზომიერება გამოიჩინეთ ვარცხნილობის შერჩევისას. სასურველია, საახალწლოდ თქვენი თმა ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

თხის რქა

თხის რქებს ასტროლოგები ურჩევენ, საახალწლო ღამეს დახვეწილობისა და გრაციოზულობის ეტალონად აქციონ საკუთარი თავი. ამაში მათ მოკლე ქვედაბოლო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მკაცრი სტილის ვარცხნილობა და დახვეწილი მაკიაჟი დაეხმარებათ. ნაკლებად გამოიყენეთ ჩაცმულობაში მაქმანი, ხავერდი ან შიფონი. თქვენი იმიჯი საახალწლოდ კლასიკურობისა და ელეგანტურობის ნაზავი უნდა იყოს.

Astrologia

მერწყული

მერწყულს ასტროლოგები ურჩევენ საახალწლო სამოსზე მეტად ყურადღება მიაქციოს აქსესუარების სწორად შერჩევას. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასაითებელი სწორედ აქსესუარებისადმი დიდი სიყვარულია, დამდეგი წლის "დიასახლისი" ცხენი კი ფრიად იხიბლება ამგვარი დეტალებით. კაბის ფორმას და სტილს რაც შეეხება, საუკეთესო ვარიანტია ამ მხრივ მაქსი სტილის, ნახევრადგამჭვირვალე კაბა, რომელიც გამოკვეთს წელის და თეძოების არეს.

Astrologia

თევზები

თევზების უმრავლესობა გიჟდება გემოვნებით ჩაცმა-დახურვაზე. განსაკუთრებით კი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ორიგინალური თავსაბურავები და ბეჭდები მოსწონთ. ასტროლოგები გირჩევენ საახალწლო ღამეს, თქვენივე სტიქიის ტონებს მიანიჭოთ უპირატესობა – ცისფერი, მწვანე, ფირუზისფერი. სასურველია, თუ კაბა ვერცხლისფერ-ოქროსფერი ორნამენტაციითაც იქნება გაწყობილი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?