ურთიერთობებში ე.წ. "ორმაგი სტანდარტებია" ხშირ შემთხვევაში მისაღები ურთიერთობაში, ქალებს ღალატის ფაქტი მკაცრად არ ეპატიებათ, მამაკაცებისთვის კი პერიოდულად "გულის გადაყოლება" უვნებელ შეცდომად ეთვლებათ. თუმცა, თავად დამოკიდებულება ღალატის მიმართ, ადამიანებს განსხვავებული გააჩნიათ და არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ მხრივ, იგი ქალია თუ მამაკაცი. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცებს შორისაც მოიძებნებიან საკმაოდ ლოიალური ინდივიდები, რომელთათვისაც ჩანასახშივე არ არის დამახასიათებელი მესაკუთრული ინსტინქტები და მძაფრი ეჭვიანობა.
ტყუპი - მრავალმხრივი, კოსმოპოლიტურად მოაზროვნე და ცვალებადი მამაკაცია. მისთვის ურთიერთობაში მთავარი მენტალური და გონებრივი ერთობაა პარტნიორთან. ამიტომ იშვიათად შეხვდებით ტყუპის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს შორის მაჩოს ან ოტელოსავით ეჭვიან ინდივიდს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები თავადაც ფლირტისადმი სიყვარულით გამოირჩევიან, თუმცა ღალატს, როგორც ასეთი არც თავისი მხრიდან, არც პარტნიორის მხრიდან დიდ ტრაგედიად აღიქვამენ.
მერწყული - სექსის საკითხი მერწყულ მამაკაცს ძირითადად უფრო ბიოლოგიური კუთხით აინტერესებს. იგი ხშირად იჩენს ინტერესს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების მხრივაც, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ინტერესი დაიკმაყოფილოს. მისთვის მნიშვნელოვანია "ყველას ტყავში" შეძვრეს და გაიგოს, რა ამოძრავებს ზოგადად კაცობრიობას. მერწყული მამაკაცები ღალატის მიმართ საკმაოდ ფილოსოფიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. შესაბამისად, ასეთი რამ რომც მოხდეს, იგი აუცილებლად ეცდება ღალატის ფსიქოლოგიური ფაქტორების გამოკვლევას. ხოლო პარტნიორთან ისევ მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებს ძველებურად.
თევზები - ხათრიანი, რბილი და რომანტიკული კაცია. ხშირად თავად ღალატობს პირველი, თუმცა არა იმიტომ, რომ ამგვარი საქციელი ეთიკურად ან გამართლებულად მიაჩნია, უბრალოდ, ხათრს ვერ უტეხავს სხვა ქალებს, რომელთაც მისი სითბო და ყურადღება ჰაერივით ესაჭიროებათ. მამაკაცი თევზი ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობით გამოირჩევა, ამიტომ თუ მართლა უყვარხართ, შეიძლება მოკლევადიანი რომანიც გაპატიოთ "გვერდზე", მით უმეტეს, რომ არც თავადაა ამ მხრივ სრულიად უცოდველი ყოველთვის.