ზოგიერთები თუ ამ ყველაფერის ზომიერების ფარგლებში მოქცევას ახერხებენ, არსებობს ქალების კატეგორია, ვისაც ე.წ. "შოპოჰოლიკობისკენ" გააჩნია მიდრეკილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში "ყიდვის მანია" იმდენად ძლიერია, მთავარია იყიდონ და რას იყიდიან ან რამდენს, მით უმეტეს გამოიყენებენ თუ არა სამომავლოდ საერთო ამ შენაძენს, აბსოლუტურად სულერთი ხდება.
ამგვარი მიდრეკილებები ქალებში, შეგვიძლია მამაკაცებისთვის დამახასიათებელ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებასაც კი შევადაროთ... ეს ყველაფერი საოცრად ჩამთრევი თამაშია, რაც საბოლოოდ საკუთარი ან ქმრის (პარტნიორის) საფულის გამოცარიელებას იწვევს... შედეგად კი კონფლიქტი პირადში გარდაუვალია. ასტროლოგების აზრით არსებობენ ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ ხასიათში გამოვლენილი ე.წ. "შოპოჰოლიკის სინდრომი" და მამაკაცებს ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ...
ტყუპი – საოცარი ოსტატობით ხარჯავს ფინანსებს, როგორც საკუთარს ისე სხვისას. მისთვის "ჩემი-შენის" პრინციპი ფაქტობრივად არც არსებობს პარტნიორულ ურთიერთობაში. შესაბამისად, თუკი ქმრის ფინანსებთან ხელი მიუწვდება, სიამოვნებით "გაანიავებს" მას, ოღონდ არც მეუღლის გახარება დაავიწყდება სიურპრიზებითა და საჩუქრებით. ფულის ხარჯვა ძირითადად სამოსში, აქსესუარებსა და "ფასტ-ფუდის" ტიპის დაწესებულებებში ეხალისება მეგობრებთან ერთად. სამაგიეროდ, დღეს თუ თქვენი "გაბანკროტების" მიზეზია, ხვალ თავად შეუძლია გულუხვად გიწილადოთ საკუთარი ფინანსები. ასე რომ მამაკაცებო, თუკი ამ ქალთან ფულთან დაკავშირებულ პრობლემებზე აპირებთ კამათს, სასურველია არ იჩქაროთ. საჭიროების შემთხვევაში თავადაც დაუნანებლად დაგეხმარებათ მატერიალურად.
ლომი – მიაჩნია, რომ ფული, განსაკუთრებით ის ფული, რომელსაც მისი მეუღლე (პარტნიორი მამაკაცი) გამოიმუშავებს, დიახაც რომ მისი ფუფუნებისა და თავის მოვლის საგნებზე უნდა დაიხარჯოს. იგი ხომ დედოფალია, ჰოდა, მამაკაცს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია დედოფლის ღირსეულ პარტნიორობაზე, ამ "ცისფერსისხლიანის" ღირსეულად შენახვაც უნდა შეეძლოს შესაბამისად. ამიტომ ის, თუ სად გაქრა სრულად თანხა თქვენი საბანკო ანგარიშიდან იმ შემთხვევაში თუ მასზე წვდომის საშუალებას ლომ ქალს აძლევთ აბსოლუტურად უადგილო და უხერხულია. ქალი ლომი მამაკაცში ყველაზე მეტად ვერ იტანს მეწვრილმანე ბუნებასა და სიძუნწეს. შესაბამისად, თუ თქვენი აღშფოთება ხმამაღალი და ხშირი იქნება იმის გამო რომ იგი თქვენ ფინანსებს უთავბოლოდ ანიავებს, საბოლოო ჯამში სხვა, უფრო "ღირსეულ სპონსორზე" აღმოჩნდებით გაცვლილი და ეს არ უნდა გაგიკვირდეთ.
თევზები – როგორც წესი, ქალების ამ კატეგორიას სურვილი იმისა, რომ ქმარი ან პარტნიორი მამაკაცი ბანკროტობის ზღვარზე მიიყვანოს რეალურად არ აქვს. უფრო პირიქით, თითქოს ცდილობს კიდეც თავი აკონტროლოს და შამპანურის ნაცვლად, ვახშმზე ავოკადოს წვენით დაკმაყოფილდეს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ მას საკუთარ საკრედიტო ბარათს ანდობთ გარკვეული დროით, მასში "ნარკომანის ექსტაზი" იღვიძებს და უთავბოლოდ იწყებს თანხების განიავებას ერთი შეხედვით ძალიან საჭირო, ოჯახისთვის აუცილებელ წვრილმანებზე, რომელთა შესაძენი თანხაც ხშირად ასტრონომიულ ციფრებს აღემატება.