სიღრმისეულია მამაკაცის თქვენდამი გრძნობები თუ ზედაპირული?

სიღრმისეულია მამაკაცის თქვენდამი გრძნობები თუ ზედაპირული?

ყველა სულიერ არსებას გააჩნია - თუმცა როგორ და რა ფორმითაა გამოხატული ეს გრძნობა, ეს ცალკე საკითხია. ძლიერი სქესის წარმომადგენლებიც, მიუხედავად თავიანთი პოლიგამიური ბუნებისა, ხშირად განიცდიან რომელიმე კონკრეტული მანდილოსნის მიმართ აუხსნელ და ხანგრძლივ მიჯაჭვულობას, რომელსაც სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თუ არა დიდ სიყვარულს. თუმცა როგორ, რა ფორმით და რა ინტენსივობითაა გამოხატული მამაკაცის გრძნობები ამას დიდწილად განაპირობებს მისი ზოდიაქოს ნიშანი.

ვერძს მხურვალე და ხმაურიანი ემოციები ახასიათებს. მას ყველაფერი სურს დღეს, ახლა და ამ წამს. ამიტომ ცდილობს რეკორდულ ვადებში მოხიბლოს ქალი, ხშირად ზედმეტად შემტევიც კია ამ მხრივ.

კურო ს ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად უყვარდება. ამიტომ მისი გრძნობების აფიშირებას გაცნობიდან მოკლე დროში ნუ დაელოდებით. სამაგიერიდ, დიდხანს და ერთგულად ეყვარებით.

ტყუპს სპონტანურად უყვარს, ხშირად ორი ქალი ერთად (ოღონდ ორივე სხვადასხვანაირად) - ხომ იცით, ტყუპი ორმაგი ნიშანია. ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ.

კირჩხიბის სიყვარული ძლიერი და ყოვლისმომცველია, ლამის "„კუბოს კარამდე". თუმცა, თავიდან ღიად და აშკარად არ ახდენს იგი ემოციების აფიშირებას, აი, როცა გათამამდება და გამოხატვას დაიწყებს უფრთხილდით...

ლომს უყვარს "თეატრალურად" და ლამაზად, ყველას დასანახად. მისი რომანები მუდამაა საზოგადოების განხილვის საგანი. მოსწონს რომანტიკული და გრანდიოზული სიურპრიზებით გრძნობების გამოხატვა.

ქალწულის სიყვარული პრაგმატული და გაწონასწორებული საქციელით ვლინდება. მას ჩუმი, მაგრამ საოცრად ერთგული სიყვარული შეუძლია, რომელიც ზრუნვასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.

სასწორს ზუსტად ისე უყვარს, როგორც უნდა უყვარდეთ. ის საოცრად გალანტური, პოეტური და რომანტიკულია როგორც შეყვარებული. მის გვერდით თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ.

მორიელს მტანჯველი, დესტრუქციული სიყვარული შეუძლია. ოტელოსავით ეჭვიანი და წინდახეულია, ამიტომ სიყვარულის ობიექტს ათას ქარ-ცეცხლში გაატარებს და გამოცდის, სანამ საკუთარი სიყვარულის ღირსად ჩათვლის.

მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ ყველა მორიგი შეყვარებული "ნამდვილად" უყვარს. თუმცა, დროებით და მომავალი იდეალის ძიებამდე. უყვარს ხმაურიანად და რომანტიკულად.

თხის რქას მოზომილი ემოციები აქვს. სიყვარულიც გააზრებული და სტაბილური იცის. თუმცა, იშვიათად გამოხატავს გრძნობებს ენის მოჩლექით და ზედმეტი სითბოთი.

მერწყულის სიყვარული მეგობრობითა და თანამოაზრეობით იწყება. უყვარს ორიგინალურად, თუმცა არ გახლავთ ტრადიციული შეყვარებული. ამიტომ მისგან გმირობებს ნუ ელით.

თევზებს სიყვარულის იდეალიზაცია ახასიათებთ. უყვართ მთელი გულით და თავგანწირულად, მაშინაც კი თუ მათი სიყვარული ცალმხრივი და უიმედოა.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?