გახდეთ "დედა" ან დედის შემცვლელი აბსოლუტურად ზრდასრული ადამიანისთვის. გარდა ამას, არასოდეს გააკრიტიკოთ იგი ზედმეტად მკაცრად და ყოველთვის იყავით მზად საიმისოდ, რომ მის მრავალრიცხოვან სანათესაოს გულუხვად და რაც მთავარია, თავაზიანად გაუმასპინძლდეთ.
თუ ის ლომია , თავი მოუყარეთ თქვენში აქამდე არსებულ ან არარსებულ, ნებისმიერი სახის სამსახიობო მონაცემებს და სასწრაფოდ ივარჯიშეთ დედოფლურ მანერებსა და "სვეტსკი" მანჭვა-გრეხაში. ხოლო მაღალ წრეში მიღებულ ეტიკეტის ნორმებს და რევერანსების კეთების "ჰაი-კლასს", თან ნარნარი ხმით ნათქვამი "კი, საყვარელო", "როგორც შენ იტყვი საყვარელო" დაურთეთ ფონად.
თუ ის ქალწულია , თქვენ აუცილებლად მოგეთხოვებათ ის, რომ რბოლაში თავად შუმახერსაც კი არ ჩამოუვარდეთ, ოღონდ მტვერსასრუტით. აუცილებელია ჰიგიენის, ძილის, კვებისა და სუნთქვის ზუსტი გრაფიკი შეიმუშაოთ, საიმისოდ რომ მის საათივით აწყობილ ცხოვრებაში ზედმეტი ქაოსი არ შეიტანოთ. ამასთან ერთად, თუ მისი ტანსაცმელების ფერის, ხარისხისა და ფაქტურის მიხედვით დახარისხებასაც ისწავლით, ჩათვალეთ რომ ეს კაცი თქვენთან დიდხანს, ან სულაც სამუდამოდ დარჩება.