თქვენი მამაკაცი დომინანტი პლანეტის მიხედვით - "პლუტონიანელი"

თქვენი მამაკაცი დომინანტი პლანეტის მიხედვით - "პლუტონიანელი"

მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა ან მეცხრე სახლია დატვირთული იგი "იუპიტერიანელი" ყოფილა, ხოლო თუკი მის რუკაში მარსი ჭარბობს – მზით ან ასცენდენტით ვერძი, პლანეტების დიდი ნაწილი პირველ სახლში, მთავარი პლანეტები ვერძის ზოდიაქოში ეს იმას ნიშნავს რომ, თქვენი გული "მარსიანელს" დაუპყრია. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოთ მასთან ურთიერთობისას...

"პლუტონიანელი"

თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცის რუკაში პლუტონის გავლენაა გამოკვეთილი – მზით ან ასცენდენტით მორიელი, მერვე სახლების ინტენსივობა, პლუტონი პირველ ან მერვე სახლში, ამ ადამიანის ცნობა მზერით იქნება შესაძლებელი. პლუტონიანელს გამჭოლი, მკაცრი მზერა და ძალიან მეტყველი თვალები აქვს. მასთან საუბრისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს მზერით რენტგენის აპარატზე გაგაშუქათ. ამიტომ მისი თანდასწრებით მეეჭვება თავი მშვიდად იგრძნოთ და ვერც მის მოტყუებას გაბედავთ ადვილად. გაბედვით იქნებ გაბედოთ კიდეც, თუმცა რამდენად შეძლებთ ეს უკვე სხვა საკითხია.

იგი ერთი შეხედვით მშვიდი და აუღელვებელი ჩანს. ეს იმიტომ რომ, ემოციებს აკონტროლებს. მაგრამ ოდესმე თუ მათ გასაქანი მისცა მერე უფრთხილდით. პლუტონიანელი ბუნებით მესაკუთრე და უზომოდ ეჭვიანია. იგი შესანიშნავი მანიპულატორია და ადვილად შეუძლია ადამიანი ისეთი საქციელის ჩადენისკენ წააქეზოს, რომელზეც ამ უკანასკნელს ადრე არასოდეს ეყოფოდა გამბედაობა. მისი გავლენა პარტნიორზე ხშირად ჰიპნოზურია; იმიტომ რომ, პლუტონის ენერგეტიკა თავის თავში გულისხმობს მართვას და მორჩილებას. ასეთი მამაკაცით გატაცებული ქალი, თავადაც არანაკლებ ძლიერი ნებისყოფის მქონე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სუსტი ფსიქიკის ან მეოცნებე ნატურის ადამიანს მის გვერდით სერიოზული ნერვული აშლილობა ემუქრება. პლუტონიანელი მამაკაცი მდიდარი შინაგანი სამყაროს პატრონია, ოღონდ მისი კარი მხოლოდ რჩეულებისთვის იღება. შესაბამისად, თუკი თქვენ მსუბუქი ფლირტის მოყვარულთა რიცხვს განეკუთვნებით, იგი თქვენით ან საერთოდ არ დაინტერესდება ან თუ დაინტერესდა მოკლევადიანი ურთიერთობის პერიოდში გადაგიწვავთ ნერვულ სისტემას, თანაც ისე, რომ თქვენ მაინც ვერ შეძლებთ გაიგოთ რეალურად ვინ არის იგი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?