აქტიურად ფიგურირებს მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა ან მეცხრე სახლია დატვირთული იგი "იუპიტერიანელი" ყოფილა. ხოლო თუკი მის რუკაში მარსი ჭარბობს – მზით ან ასცენდენტით ვერძი, პლანეტების დიდი ნაწილი პირველ სახლში, მთავარი პლანეტები ვერძის ზოდიაქოში ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი გული "მარსიანელს" დაუპყრია. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ის თუ კონკრეტულად რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი მამაკაცი და რა უნდა გაითვალისწინოთ მასთან ურთიერთობისას.
„ვენერიელი“
„ეჭვიანობს, ესე იგი ვუყვარვარ“
თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცის პირად რუკაში დომინანტ პლანეტად ვენერა გვევლინება - მზე ან ასცენდენტი სასწორში, მეშვიდე სახლების ინტენსივობა, იგი უბადლო სამსახიობო ნიჭითა და უზომო მომხიბვლელობით იქნება დაჯილდოებული. ამ კაცს შესანიშნავი გემოვნება აქვს, როგორც ჩაცმა-დახურვის, ისე ქალების არჩევანის თვალსაზრისით. ანუ ყოველთვის არჩევს ბევრს, ლამაზსა და მოდურს. იგი მუდამ ფორმაშია და ძალზე იშვიათად ნახავთ თმაგაბურძგნულს ან წვერგაუპარსავს, ყოველ შემთხვებაში ასეთი იმიჯით თქვენ არასოდეს დაგენახვებათ.
მას ძალიან არ უყვარს კონფლიქტი და მაქსიმალურად არიდებს თავს ნებისმიერ დაძაბულ სიტუაციას. იგი რომანტიული და იდეალისტი ტიპია. ადვილად უყვარდება, თუმცა მისი გრძნობა მალევე ნელდება თუ ინტერესის ობიექტმა თავი ძალიან დაიფასა ან პირიქით მალე მოინდომა ურთიერთობის დასერიოზულება. "ვენერიანელს" არ უყვარს უწესრიგობა და ფეთხუმობა. მოუვლელი ქალი მას ძალიან აღიზიანებს და არასოდეს დაუკავშირებს ცხოვრებას ასეთს, თუნდაც იგი ულამაზესი გარეგნობის იყოს. თუ მისი მოხიბვლა გინდათ, იყავით დახვეწილი, მომთმენი, ქალური, ნაზი და საინტერესო. გახსოვდეთ, თქვენი ურთიერთობის ხანგრძლივობა, მთლიანად თქვენსავე მოთმინების უნარზე იქნება დამოკიდებული. ნუ შეეცდებით მის იზოლირებას სუსტი სქესის წარმომადგენლების საზოგადოებისგან, ეს მას ჰაერივით სჭირდება.
მართალია, მის ერთგულებაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ თქვენ ყოველთვის მარტივად შეძლებთ მის უკან დაბრუნებას თუკი მან თავი თქვენ გვერდით კომფორტულად დაიგულა. ნუ გაგიკვირდებათ თუ იგი დროდადრო თქვენი მხრიდან ეჭვიანობის გრძნობის პროვოცირებას შეეცდება. მას აუცილებლად ესაჭიროება კიდევ ერთხელ და მრავალჯერ დარწმუნდეს თქვენი გრძნობების სიმყარეში, ამიტომ ამგვარი "ტესტის" გავლა "ვენერიანელთან" ურთიერთობისას ბევრჯერ მოგიწევთ. ბუნებით არამყარი და ცვალებადი, პარტნიორში სწორედ რომ სტაბილურობას და ერთგულების უნარს აფასებს. ამიტომაც ცდილობს ჩაატაროს თქვენზე ექსპერიმენტები.