თქვენი დედამთილის ჰოროსკოპი

თქვენი დედამთილის ჰოროსკოპი

დედამთილი ვერძი

თუ თქვენი დედამთილი ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ის დროა, რკინის ამჯარი ჩაიცვათ და თავზე უსაფრთხოების ყველაზე მაგარი ჩაფხუტი დაიფაროთ. იმიტომ რომ, ვერძი დედამთილის გაბრაზებისას, ოჯახში თეფშები, ჭიქები, ჩანგლები და სხვა საოჯახო ნივთები დიდი წარმატებით და რეაქტიული სიჩქარით იფრენენ ჰაერში, თუმცა თავად მასაც ასეთივე სისწრაფით გადაუვლის გაბრაზება. ამიტომ ზემოხსენებული ჩაფხუტით შეგიძლიათ პერიოდულად ბავშვები ათამაშოთ ხოლმე. სამაგიეროდ, დედამთილი ვერძი, არასოდეს ჩაერევა თქვენი და თქვენი ქმრის პირად ცხოვრებაში, ზოგადად ვერძებს სხვისი პირადი ცხოვრება ნაკლებად ადარდებთ და არც ზედმეტად "ფეთიანი დედების" კატეგორიას განეკუთვნებიან, საიმისოდ, რომ შვილის დაჩაგვრისთვისთვის რძალზე შორსმიმავალი შურისძიების გეგმები დასახონ

დედამთილი კურო

თუკი თქვენ, კურო დედამთილთან ერთად გეგმავთ სამომავლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, ის დროა, კარგი კულინარიული სახელმძღვანელო შეიძინოთ ან სულაც კულინარიის შემსწავლელ კურსებზე იაროთ. ამასთან ერთად კი სხვადასხვა სახის ეფექტური დიეტების ცოდნითაც შეიარაღდეთ. ალბათ გიკვირთ, რაში გჭირდებათ ამ ორი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი რჩევის გათვალისწინება? საქმე იმაშია, რომ დედა კურო რომლის შვილებიც, ყოველთვის მოვლილ-დაპურებულები არიან მთელი ცხოვრების მანძილზე, არ გაპატიებთ იმას, რომ მისი შვილი შიმშილით მოკლათ ან ნახევარფაბრიკატებით კვებოთ, ამასთან ერთად, თავად ისეთი კარგი მზარეულია, რომ მისი მომზადებული კერძების დაგემოვნებაზე ძნელად თუ ვინმე იტყვის უარს. შესაბამისად, აუცილებლად დადგება თქვენს დღის წესრიგში, კარგი დიეტის ცოდნის აუცილებლობის საკითხი. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ სახლში დედამთილთან შეთანხმების გარეშე, არასოდეს გაბედოთ ავეჯის გადააგილება ან რემონტის წამოწყება. კუროს შეჩვეული გარემო უყვარს. გაბრაზება კი ყველა კურომ იშვიათი და ძაალიან საშინელი იცის. ჰოდა, თუ არ გინდათ ეს გადაადგილებული ავეჯი რიგრიგობით მოგხვდეთ თავში, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად,  ის ტერიტორია იკმარეთ, რომელიც გერგოთ -  ანუ თქვენი ოთახი.

Astrologia

დედამთილი ტყუპი

იმ შემთხვევაში თუ თქვენი დედამთილი ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, თამამად შეგიძლიათ სახლში არათუ ავეჯი გადაადგილოთ, სულაც სხვა უბანში გადაბარგდეთ საცხოვრებლად. თქვენი სიახლეების მოყვარული დედამთილი ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმითა და მხიარული აჟიოტაჟით შეხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ მას ყველანაირი სახისა და კატეგორიის ჭორები აინტერესებს, ახალ უბანში გადაბარგების ფაქტი, მისთვის სწორედ რომ ამ კუთხით იქნება სასიამოვნო. ამიერიდან ხომ მისი საჭორაო აუდიტორია, ახალ-ახალი კონტინგენტით შეივსება. თუმცა ზემოხსენებული კომუნიკაბელურობის გამო, თუკი თქვენ სიმშვიდის მოყვარულთა კატეგორიას განეკუთვნებით, ასეთ "მოლაპარაკე" ქალთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, თქვენთვის ქრონიკული თავის ტკივილის კარგი პერსპექტივა შეიძლება გახდეს, ამიტომ მოგიწევთ ან დედამთილს აუბათ მხარი ჭორაობაში ან სხვა ბინა ეძებოთ საცხოვრებლად.

დედამთილი კირჩხიბი

თუკი თქვენი დედამთილი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ისღა დამრჩენია გულწრფელად შეგიბრალოთ და მოგისამძიმროთ. საქმე ისაა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალების უმრავლესობა, ე.წ. "გიჟი დედების", უკვე შემდგომში კი ყველაზე პრეტენზიული დედამთილ-სიდედროების სატუსს დამსახურებულად ამართლებს. აქედან გამომდინარე, ალბათ დიდი ძალისხმევა და ოფლის ღვრა დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ დედა კიბოს სიმპათიები დაიმსახუროთ და ისიც ნაწილობრივ, რადგან მუდმივად მისი მხრიდან შექება-წახალისებაზე ოცნებაც კი უტოპიაა. უმთავრესი წესი რაც ამ ქალთან მიმართებაში უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არასოდეს შეეცილოთ მას სამზარეულოში, ისიც გეყოფათ, რომ შვილის სიყვარულში ეცილებით!

დედამთილი ლომი

თუ თქვენი დედამთილი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა გაგიმართლათ, მისაბაძი მაგალითი გეყოლებათ მთელი ცხოვრება იმ საკითხში თუ როგორ უნდა შეძლოს ქალმა, ოჯახსა და კარიერას შორის დრო და რესურსი წარმატებით გაანაწილოს. ორმაგად გაგიმართლათ თუ ეს პატივცემული ქალბატონი, ჯერაც ისევ საკუთარი საქმით და კარიერითაა დაკავებული, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა ლომებს შორის. ეს იმიტომ, რომ როგორც წესი, ამ უკანასკნელს არასოდეს ექნება დრო (და არც სურვილი) თქვენი და თქვენი მეუღლის საქმეებში ჩაერიოს. იგი მხიარული, ოპტიმისტი და ხმაურიანი ნატურაა, უყვარს სახლში მრავალრიცხოვანი სამეგობროს მოპატიჟება-გამასპინძლება, ამიტომ ამ საკითხში მისთვის მხარის აბმა, ერთმნიშვნელოვნად მოგეთხოვებათ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ მასთან მიმართებაში, არის ის, რომ მის დიდადპატივცემულ იმიჯს და თავმოყვარეობას უხეშად არასოდეს შეეხოთ, თუ არ გინდათ ეს მომხიბვლელი სიამის კატა, წამის უსწრაფესად ფაფარაშლილ მხეცად იქცეს.

Astrologia

დედამთილი ქალწული

თუკი ღმერთმა ბედად ქალწული დედამთილის რძლობა გარგუნათ, მზითევში აუცილებლად გაიყოლეთ კარგი მტვერსასრუტი, სარეცხი მანქანა, უთო და საოჯახო მედიცინის მრავალტომეული. გაითვალისწინეთ, ამ სანიტარული ნორმების მკაცრად დამცველ მანიაკს, ერთხელაც რომ დაანახვოთ თქვენი აერული ოთახი, მიმოფანტული ნივთები ან დაურეცხავი ჭურჭელი სამზარეულოში, ჩათვალეთ, რომ "ცივი ომი" გამოცხადებულია გამოცხადებულია  და ამის შემდეგ, ხანგრძლივად მოგიწევთ დედამთილისთვის იმის დამტკიცება, რომ თქვენც გაქვთ ოჯახში დიასახლისის წოდებაზე პრეტენზიის წამოყენების უფლება.

დედამთილი სასწორი

აი, თუ სასწორი შეგხვდათ დედამთილად, კარგი იქნება გაითვალისწინოთ, რომ მისი ერთი შეხედვით მომღიმარი სახის და "დედიკო, შვილიკო, ცუნცულიკოს" უკან კარგად შენიღბული "რკინის ლედი" იმალება, რომელიც თავისი დიპლომატიური სვლებითა და მომხიბვლელი ღიმილით, ყოველთვის შეძლებს რძალს შამათი გამოუცხადოს ნებისმიერ საოჯახო ურთიერთობაში. თანაც ისე, რომ მისი რამეში "გამოჭერა" და დადანაშაულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ამ უკანასკნელის მხრიდან. ამიტომ, გაითვალისწინეთ,  ასეთ დედამთილს მხოლოდ დიპლომატიით და ცხოვრებისეულ-საჭადრაკო სვლების უზადო ცოდნით უნდა აჯობოთ.

დედამთილი მორიეილი

თუკი თქვენი დედამთილი მორიელი აღმოჩნდა, მისი ზოდიაქოს ნიშნის ცოტა არ იყოს და "შხამიანი დასახელება" ნუ შეგაშინებთ მაინცდამაინც. საქმე იმაშია, რომ ქალმა მორიელმა ყოველთვის შესანიშნავად იცის ვინ რას იმსახურებს და რატომ. აქედან გამომდინარე, თუ მის მიმართ გულწრფელი იქნებით, ნაირ-ნაირ ინტრიგებს არ დაუგეგმავთ ზურგს უკან და ყველაფერ ამასთან ერთად, ზედმეტად არ აილესავთ ენას მის წინააღმდეგ, დედამთილი მორიელი შეიძლება ერთერთ ყველაზე საუკეთესო მეგობრად და მოკავშირედ იქცეს თქვენთვის, არამხოლოდ საოჯახო ფრონტზე, ზოგადად ცხოვრებაში.

Astrologia

დედამთილი მშვილდოსანი

რაც შეეხება დედამთილ მშვილდოსანს, საქმე ისაა, რომ ეს ქალი დედამთილის ამპლუასაც ისეთივე უდარდელობით ეკიდება, როგორც თავის დროზე დედობას. აქედან გამომდინარე, იგი რძლისთვის უფრო თანამოაზრე და მეგობარი იქნება, ვიდრე მენტორი და ჭკუის მასწავლებელი. დედამთილი მშვილდოსანი მხიარული, გულუხვი და საშინლად ხმაურიანია. ნუ გაგიკვირდებათ თუ იგი ხშირად გაგიკეთებთ საჩუქრებს, ოღონდ საკუთარი გემოვნებით. სამაგიეროდ, არასოდეს ჩაერევა თქვენ საქმეებში და იშვიათად მიგითითებთ არეულობაზე სახლში, იმიტომ რომ ეს საკითხი მისთვისაც მეათეხარისხოვანია. მოკლედ, როგორც იტყვიან: "მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი".

დედამთილი თხის რქა

როცა საქმე თხის რქა დედამთილისთვის თავის მოწონების საკითხს ეხება, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ მასთან გაცნობამდე არის ის, რომ მთელი თქვენი დიპლომ-სერტიფიკატ-სიგელები მოიმარჯვოთ და ასე წარუდგინოთ თავი მომავალ სადედამთილოს. ყველაფერ ამასთან ერთად, თუ კარგ კარიერასაც იკეთებთ და "ბომონდურ საზოგადოებაშიც" გეთქმით ერთი ორი სიტყვა, თქვენი დედამთლი ძალზე აღფრთოვანებული დარჩება თქვენით და სანათესავოშიც სიამაყით მოიწონებს თავს იმით, რომ მისმა შვილმა ასეთი არაჩვეულებრივი "საოჯახო შენაძენით" გაახარა.

Astrologia

დედამთილი მერწყული

თუკი თქვენი დედამთილი მერწყულია, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმაში, რომ მასთან ერთად ერთჭერქვეშ ცხოვრების შემთხვევაში მხიარულება არ მოგაკლდებათ. საქმე იმაშია, რომ დედა მერწყულების უმრავლესობას, იშვიათად იტანჯება ე.წ. "დედამთილური წიკებით", ამიტომ იგი ნაკლებად გაგიბურღავთ ტვინს შეგონებებით იმაზე თუ, როგორ აღზარდოთ ბავშვი, რომელ საათზე ასადილოთ მეუღლე, რამდენ ხანში ერთხელ ჩაატაროთ რემონტი და ა.შ. თუმცა, თქვენი მხრივ, იმ ფაქტთან  მოგიწევთ შეგუება, რომ დედამთილის ნაცნობ-მეგობრები, რომელთაც იგი დღეში მრავალათასჯერ დაპატიჟებს ჭიქა ყავაზე, თქვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იქნებიან. მერწყულს ხალხმრავლობა უყვარს.

დედამთილი თევზები

იმ შემთხვევაში თუ თქვენი მომავალი სადედამთილო თევზები აღმოჩნდა, მისთვის თავის მოწონების ყველაზე საუკეთესო გზა გულახდილი საუბრები იქნება სხვადასხვა სახის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ საკითხებზე, ფილმებზე, ურთიერთობებზე და ა.შ. დედა თევზები, ალბათ ყველაზე რბილი და უპრეტენზიო სადედამთილოა ზოდიაქოს ნიშნებს შორის, თუმცა ხომ გაგიგონიათ "დამდგარ წყალში, ბევრი ბაცილააო", ურიგო არ იქნება თუ ამ ბრძნულ გამონათქვამს ყოველი შემთხვევისთვის მაინც გაითვალისწინებთ თევზ დედამთილთან ურთიერთობაში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?