ლომი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ზედმეტად ამაყები და თავმოყვარენი არიან, იმისთვის რომ გრძნობებში გამოტყდნენ - განსაკუთრებით მაშინ, თუ მეორე ნახევართან კონფლიქტი ჰქონდათ. ასევე, ბევრ ლომს ზოგადად გრძნობების გამოხატვა ეთაკილება, თუმცა მთელი გულით შეუძლია სიყვარული. თუ ლომმა თავისიანად მიგიჩნიათ, დაამსხვრევს წარმოსახვით კედელს, რომელიც ერთმანეთთან მიახლოებაში ხელს გიშლით და მოსიყვარულე გახდება. მაგრამ დაშორების შემთხვევაში - თუნდაც, დროებითი პაუზისას - მისგან პირველ ნაბიჯს არ დაელოდოთ.
ქალწული
ჩვეულებრივ, ქალწულს იშვიათად ეუფლება ძლიერი განცდები. შესაძლოა ზრდასრულობამდე ფრიგიდული იყოს საპირისპირო სქესის მიმართ, რადგან სხვა პრიორიტეტები აქვს. ხოლო მაშინ, როცა ნამდვილად უყვარდება, არ იცის რა გზით გამოხატოს ემოციები. მისთვის რთული სათქმელია "მენატრები," არა და შესაძლოა უთქვენოდ გუნება უფუჭდებოდეს, ღამე ვერ იძინებდეს და წუთებსაც კი ითვლიდეს პაემნამდე.
თხის რქა
თხის რქა შესაძლოა თქვენს სოციალურ ქსელზე მთელ თავისუფალ დროს ატარებდეს, მაგრამ არასდროს აღიარებს ამას. მას ყოველთვის ეცოდინება სად ხართ, ვისთან ერთად, რას აკეთებთ, როგორ ხართ, მაგრამ გაუჭირდება გამოტყდეს, რომ ძალიან ენატრებით. თუ იკამათეთ, მასში მძინარე ტირანი შეიღვიძებს და პირველ ნაბიჯს თქვენგან დაელოდება. აბა, მისი უდიდებულესობა უკან ხომ არ დახევს?! ხომ უნდა დაგანახვოთ, როგორი თავმოყვარეა და საერთოდაც, ურთიერთობაში თავად ადგენს წესებს!
მერწყული