TOP სამი მამაკაცი რომელსაც მარტივად შეგიძლიათ შეაყვაროთ თავი

TOP სამი მამაკაცი რომელსაც მარტივად შეგიძლიათ შეაყვაროთ თავი

არსებობს მამაკაცების ისეთი კატეგორიაც, რომელსაც მოკლევადიანი სასიყვარულო გატაცებებისკენ გააჩნია მიდრეკილება და ხშირად ერთი ნახვითაც უყვარდება ლამაზი მანდილოსანი. თუმცა, ის თუ რამდენად ხანგრძლივია მათი ეს "სიყვარული" უკვე სხვა საკითხია.

ასტროლოგების აზრით, ყველაზე მარტივი ქალისთვის სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცისთვისაა თავის შეყვარება. მათ შორის ყველაზე სუსტი გულისები მშვილდოსნები არიან. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი დაუღალავი მოარშიყეა და აღმერთებს ახალ-ახალ, სასიყვარულო თავგადასავლებს. მისი მოხიბვლა ქალს მხიარული ხასიათით, კომუნიკაბელურობითა და ხმამაღალი სიცილით შეუძლია.

მეორე საპატიო ადგილს ლომები იკავებენ. ლომ კაცს სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ამიტომ მას ჰაერივით ესაჭიროება ახალ-ახალი თაყვანისმცემელი. იგი იხიბლება ქალით, რომელსაც უნარი გააჩნია აღფრთოვანება გამოხატოს, ხშირად შეაქოს და წაახალისოს იგი.

დაბოლოს, საკმაოდ მარტივია ასევე თავი შეაყვაროთ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრს , თუკი მის მიმართ დედასავით თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი იქნებით. კირჩხიბები აღმერთებენ ასაკით უფროს ქალებს, შესაბამისად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებთან ერთად თუ ასაკიც გიწყობთ ხელს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამარს უმალ მოხიბლავთ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?