ამ მხრივ. ყველაფერი მაინც ადამიანის ინდივიდუალურ სახასიათო შტრიხებზე და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა ასტროლოგებს მაინც გააჩნიათ ე.წ. "შავი სია" იმ მამაკაცებისა, ვისაც სასურველია, რომ ქალი მარტივად და ბრმად არასოდეს ენდოს. იმიტომ რომ ამ უკანასკნელთ ყველაზე ხშირად ადანაშაულებენ ორმაგი თამაშის – სიყვარულსა და არასტაბილურ მიდგომაში პარტნიორული ურთიერთობისას. წარმოგიდგენთ ამ "საპატიო სამეულს":
ტყუპი
მოგეხსენებათ, ტყუპი გაორებული ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ კაცს ყველაფერი მალე ბეზრდება, მათ შორის პარტნიორიც თუ რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი მასავით მრავალმხრივი და მუდმივად საინტერესო ინდივიდი არ აღმოჩნდა. ნუ მოგატყუებთ ტყუპის ენაწყლიანობა იმ მომენტში, როცა სიყვარულს გეფიცებათ მართლა სჯერა, რომ ყველაფერი ასეა... მას არასოდეს გააჩნია ცუდი განზრახვა, უბრალოდ, მოწყენილობა აიძულებს დამატებითი "გასართობიც" ეძებოს ხოლმე.
მშვილდოსანი
ამ კაცის პრობლემა მძაფრად გამოვლენილი "მონადირის ინსტიქტია", გაიხსენეთ მშვილდოსნის სიმბოლო – ისრებით შეიარაღებული კენტავრი. ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენი გულის მონადირების შემდეგ ისრებს სხვა გაცილებით უფრო მოუხელთებელი საკბილოს "მოსაჩანგლად" ალესავს. თანაც ისე, რომ ამ ფაქტს თქვენთან არც კი დამალავს. ერთადერთი გზა მისი გულის ხანგრძლივად დასატყვევებლად არის ის, რომ მაქსიმალურად დიდხანს უნდა ეთამაშოთ "დაჭერობანა".
მერწყული
პრინციპში ჩვენ მას "არაერთგული მამაკაცის" იარლიყს ვერ მივაკერებთ, იმიტომ რომ მან შესაძლოა გიღალატოთ როგორც ქალთან, ასევე კაცთან. დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მერწყული ორსქესიანი პლანეტით მართული ნიშანია. შესაბამისად, სექსის პრობლემა მას უფრო ბიოლოგიური კვლევის კუთხით აინტერესებს. ამიტომ ხშირად აძლევს თავს უფლებას კვლევები ჩაატაროს ამ მხრივ. თუმცა, თუკი თქვენი მერწყული შედარებით "დალაგებულთა" კატეგორიას განეკუთვნება, მისი ერთგულების იმედი მაინც არ უნდა გქონდეთ. ერთადერთი ბონუსი ამ სიტუაციაში არის ის, რომ თუ ძალიან არ ჩაეძიებით ვერც ვერაფერს გაიგებთ მასზე.