განიცდის და მისი ეს სახეცვლილება, ზოგიერთი წყვილისთვის ხშირად აბსოლუტურად მიუღებელიც კია. ოჯახი ჩვეულებრივი სამუშაოა, რომელსაც ორივე მხარის მუდმივი პასუხისმგებლობა და ლოიალური დამოკიდებულება ესაჭიროება. თუმცა არსებობენ ადამიანები ვისთვისაც საკუთარი პრინციპები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე დანგრეული ან დანგრევის პირას მისული პარტნიორული კავშირის გადარჩების მცდელობაა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში იქნებ აზრიც არ აქვს უკვე გახუნებული გრძნობის "რეანიმირებას". ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ ნიშნები ვისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საკუთარი ეგოს ჯანსაღი აღქმის შენარჩნება. შესაბამისად, მათთვის განქორწინება ხშირად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მოიზრება ხოლმე, როცა ურთიერთობა კრიზისს განიცდის.
ვერძი – ადვილად უყვარდება ვინმე. თუმცა აბსოლუტურად ერთგულია მანამ, სანამ პარტნიორის მიმართ გრძნობებს განიცდის. ნუ დაგავიწყდებათ, ვერძი ცეცხლის ნიშანია – შესაბამისად მარტივად აალდება და მარტივად ქრება. აქედან გამომდინარე, თუკი მისი პარტნიორი გამუდმებით არ შეეცდება მის გულში არსებული გრძნობების ნაკვერჩხალის გაღვივებას, ვერძი მარტივად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას. ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. შესაბამისად, დანგრეული ურთიერთობის სანაცვლოდ ბევრი ვერძი მალევე პოულობს ახალ, უფრო საინტერესო ვარიანტს.
მშვილდოსანი – როგორც წესი, ყოველ ჯერზე როცა შეყვარებულია მიჩანია, რომ ეს არის "ის ერთადერთი, განუმეორებელი და უკანასკნელი სიყვარული", რომელსაც ამაოდ ეძებდა მთელი ცხოვრება. მშვილდოსანი უდიდესი იდეალისტია. ამიტომ პარტნიორებს მუდამ აიდეალებს, აწერს მათ იმ თვისებებს რომელიც არ გააჩნიათ და მარტოოდენ მშვილდოსნის წარმოსახვის ნაყოფია, ან ვერ ხედავს აშკარა ნაკლს, რომელსაც გარშემო მყოფები მის გულის სწორს მარტივად ამჩნევენ. თუმცა გამოფხიზლების პერიოდი როცა დგება (და ეს აუცილებლად მალე მოხდება) მშვილდოსანი მარტივად მიდის განქორწინებაზე. მისთვის სიცოცხლე დაუსრულებელი პერსპექტივების კალეიდოსკოპია. შეაბამისად, ღირს კი დაკარგოს დრო წარსულის მოგონებებზე?
თხის რქა – ყველაზე მეტად უჭირს როგორც ოჯახის შექმნა, ასევე მისი დანგრევა. თუმცა თუკი საქმე სერიოზულ დაპირისპირებამდე მივიდა თხის რქა უკანმოუხედავად და საბოლოოდ დასვამს წერტილს იქ, სადაც ბევრი ადამიანი მძიმეს ან მრავალწერტილს სვამს, თანაც არაერთგზის. სატურნით მართულ ამ ზოდიაქოს ნიშანს, პალიტრაში ნახევარტონები არ გააჩნია. ბუნებით საშინელი მაქსიმალისტია, "ან ყველაფერი, ან არაფერი" ეს მისი დევიზია. თუმცა, სანამ სიტუაცია ჩიხში შევა, თხის რქა ძალიან ბევრს აიტანს და მოითმენს სატურნული სიჯიუტით, იმ მომენტამდე ვიდრე პარტნიორი მის პატივმოყვარეობას ან ოჯახის წევრებს არ შეეხება. ასეთ სიტუაციაში თხის რქა, ყოველთვის იქცევა სინდისისა და ტრადიციების შესაბამისად – წერტილს სვამს იქ, სადაც საჭიროა, ყველაფერი დასრულდეს.