თხის რქა ქალი

თხის რქა ქალი

და პრინციპულად არ დაგითმობთ პირველობის უფლებას. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ქალს გული და ემოციები საერთოდ არ გააჩნია. უბრალოდ იგი საკმარისზე მეტად ჯიუტია საიმისოდ, რომ თქვენს იმპულსურ ქმედებებს ქარაფშუტულად აჰყვეს. თანდაყოლილი სერიოზულობა და ჭკუა, რომელიც სატურნით მართულ ქალბატონებს ახასიათებთ, მათ უმრავლესობას მამაკაცებისთვის მიუწვდომელ იდეალად აქცევს. ამასთან ერთად, პლანეტა სატურნის „ჯილდო“- წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ახალგაზრდული იერი მიანიჭოს მათ გარეგნობას, ხანდაზმულ ასაკშიც კი თაყვანისმცემელთა რიცხვის მატებას უწყობს ხელს თხის რქა ქალისთვის და არა კლებას. თუმცა ქალი თხის რქა, საკმაოდ ჭკვიანი და წინდახედულია საიმისოდ, რომ საკუთარი მომხიბვლელობა მოკლევადიან და არაფრის მომცემ ურთიერთობებზე დახარჯოს. მისი იდეალი სოლიდური, ჭკუადამჯარი და რესპექტაბელური მამაკაცია. აქედან გამომდინარე, მანამ სანამ ცხოვრების გზაზე თავის იდეალს გადაეყრება, იგი პროფესიული განვითარებით და კარიერული ზრდით იქნება დაკავებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ იდეალს მისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე იდეალად უწერია დარჩენა, უღირსი ქმრის გვერდით ცხოვრებას, თხის რქა ქალს მარტოობაში ღირსეულად გატარებული წლები ურჩევნია. იგი ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ მისი მოთხოვნების მქონე ადამიანისთვის, შესაფერისი იდეალური პარტნიორის პოვნა სკამაოდ რთული იქნება, თუმცა დათმობაზე მაინც არ მიდის და ხშირად ისეც ხდება, რომ მთელ ცხოვრებას კარიერას და სამსახურს უთმობს.

ტიპიური წარმომადგენელი - მოდელი ირინა შეიკი

Astrologia

თუმცა თუკი მან მაინც შესძლო ღირსეული მამაკაცის პოვნა, მისგან შესანიშნავი მეუღლე, დედა და დიასახლისი დგება. ქალი თხის რქა გასაოცარი ოსტატობით ახერხებს იმას, რომ პოტენციური მეორე ნახევრის ოჯახის წევრებს, ჯერ კიდევ ქორწინებამდე დაუახლოვდეს და მოაწონოს თავი. აქედან გამომდინარე, იგი იმ ქალების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობის გამო, ხშირად შურით უყურებენ სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლები. თანდაყოლოლი უნარი, პატივისცემით მოეკიდოს მასზე ასაკით უფრო

ადამიანებს, ამ ქალს აიძულებს მეუღლის მშობლებს პატივი სცეს მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელები, მისგან ამგვარ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. იგი ყოველთვის შეეცდება მეუღლეს გამუდმებით შეუქმნას მოტივაცია, საიმისოდ რომ ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიოს და საამისოდ არაერთ მსხვერპლზეა წამსვლელი თავად. ქალი თხის რქა ამაყობს საკუთარი ოჯახით და შვილებით, რომლებთანაც იგი მკაცრი, მაგრამ უზომოდ სამართლიანი და მზურნველია. მისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ისინი სამომავლოდ დამოუკიდებლები, ერუდირებულები და ჩამოყალიბებული პიროვნებები გაიზარდონ. მართალია, გარდატეხის ასაკში, როცა ბავშვებს გაცილებით მეტი თავისუფლების მოთხოვნილება უჩნდებათ, თხის რქას შესაძლოა ურთიერთობა დაეძაბოს საკუთარ ნაშიერთან, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც მონახავს იგი გამოსავალს და მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით და შეუპოვრობით შესძლებს ოჯახში, ჩვეული და მყ დრო ატმოსფეროს აღდგენას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?