აუცილებელი რამაა. თუმცა, საქართველოში არსებობს ე.წ. "ტაბუდადებული" თემები, რომელსაც საზოგადოება გარკვეული სიმწვავით ხვდება. ადამიანები იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, მენტალური აზროვნების დონითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიწისა და წყლის სტიქიის წარმომადგენლები, გაცილებით უფრო კონსერვატორები და ტრადიციის მიმდევრები არიან. მაშინ როცა ცეცხლსა და ჰაერს ნოვაციისკენ სწრაფვა და არსებული ჩარჩოების დამსხვრევა ეჩქარება ყველაზე მეტად. მოდით, ზოგადად მიმოვიხილოთ ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებში ვხვდებით ყველაზე უფრო კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ტიპაჟებს და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან შინაგანად თავისუფალი, ან სექსუალურად აქტიური ქალი.
ცეცხლებს კოსმოპოლიტურ აზროვნებაში არ ჩამორჩებიან (თუ არ უსწრებენ) ჰაერის სტიქიის ნიშნები – ტყუპი, სასწორები, მერწყულები . ამ მხრივ ყველაზე თამამთა რიცხვში მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ხვდებიან. როგორც წესი, ტიპური მერწყული ქალი ყოველთვის ანგრევს საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, იმით რომ ცხოვრობს ისე, როგორც საჭიროდ და მისაღებად მიაჩნია.
ექსპერიმენტატორის ხასიათით გამოირჩევა ტყუპი. მისთვის ყოველი ახალი პარტნიორი "წაუკითხავ წიგნს" წააგავს და იგი დიდი ენთუზიაზმით იწყებს მის "კითხვას" მანამ, სანამ არ ამოწურავს და მოიბეზრებს. დაუმთავრებელი წიგნები ხომ არ არსებობენ ბუნებაში. თუმცა, არსებობს ისეთი ნაწარმოებიც, რომლის "გადაკითხვაც" ხშირად მოუნდეს შეიძლება ადამიანს პერიოდულად. (ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყუპი მერკურით იმართება – კომუნიკაციის, აზროვნების "კურატორი" პლანეტით).
სასწორი ქალები კი შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტი თავშეკავებულობით გამოირჩევიან ამ ტრიადიდან. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ სასწორს პირად კოსმოგრამაში მორიელის გავლენა არ უფუჭებს გავლენას. აი, აქ კი შესაძლოა, ძალიანაც გაჭირდეს ზღვარის გავლება ესთეტიურობასა და ავხორცობას შორის სასწორი ქალის შემთხვევაში.