უკარება, ავხორცი თუ უბრალოდ კარგი მსახიობი - ქალის რეალური სახე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით (ნაწილი მოთხე)

უკარება, ავხორცი თუ უბრალოდ კარგი მსახიობი - ქალის რეალური სახე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით (ნაწილი მოთხე)

საქართველოში არსებობს ე.წ. ”ტაბუდადებული” თემები, რომელსაც საზოგადოება გარკვეული სიმწვავით ხვდება. ადამიანები იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას მენტალური აზროვნების დონითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიწის და წყლის სტიქიის წარმომადგენლები, გაცილებით უფრო კონსერვატორები და ტრადიციის მიმდევრები არიან. მაშინ როცა ცეცხლს და ჰაერს ნოვაციისკენ სწრაფვა და არსებული ჩარჩოების დამსხვრევა ეჩქარება ყველაზე მეტად. მოდით ზოგადად მიმოვიხილოთ ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებში ვხვდებით ყველაზე უფრო კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ტიპაჟებს და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან შინაგანად თავისუფალი, ან სექსუალურად აქტიური ქალი.

მიწის სტიქიის ქალები - კურო, ქალწული და თხის რქა , რომელთა შორისაც ალბათ ყველაზე მეტი ”მორალისტი”, ეთიკის დამცველი და სანიმუშო ”დედა-დიასახლისის” ეტალონი გვხვდება, სულაც არ არიან უცოდველები. უბრალოდ, მათ კარგად ხელეწიფებათ მამაკაცთან პოზიციების გამყარების და ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, საკუთარი იმიჯის სწორად შეფუთვა. ოჯახი, ოფიციალური ქორწინება და რაც მთავარია, მყარი ფინანსური ”ბეგრაუნდი” როგორც წესი, ყოველთვის არის მიწის სტიქიის ქალისთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ურთიერთობაში.

სექსუალური მადის სიმძაფრე და მოთხოვნილებები ყველაზე ხშირად კუროებშია გამოხატული (გავიხსენოთ საქვეყნოდ ცნობილი ეკატერინე მეორე - ზოდიაქოს ნიშნით კურო). თხის რქები შედარებით უფრო ნაკლები ტემპერამენტითა და რაც მთავარია, საღი გონებით გამოირჩევიან. რაც საშუალებას აძლევთ მათ, საკუთარი სექსუალურობა და ვიზუალური ხიბლი, უმთავრესი მიზნის - კარიერული წინსვლის თვალსაზრისით გამოიყენონ. რაღა თქმა უნდა აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინდივიდებზე, ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ ნიშნის და სტიქიის მახასიათებლების მიხედვით. თუმცა, თავზეხელაღებულ მერწყულ ქალზე მეტად, რომელსაც შეუძლია საზოგადოება შოკში ჩააგდოს საკუთარი უკომპლექსობის აფიშირებით, შესაძლოა ერთი შეხედვით პურიტანი და მოწესრიგებული ქალწული იყოს გაცილებით ავხორცი და მანკიერი თვისებების მატარებელი. უბრალოდ, მან კარგად იცის, როგორ ”შენიღბოს” ყოველივე ეს და უბიწობის თეთრი მანტია მოიხუროს მაშინ, როცა შედარებით უფრო სუფთა, მაგრამ თამამ მერწყულს საზოგადოების დიდი ნაწილი მონდომებით ესვრის ლაფს... მათ შორის თავადაც.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?