უკარება, ავხორცი თუ უბრალოდ კარგი მსახიობი - ქალის რეალური სახე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით (ნაწილი პირველი)

უკარება, ავხორცი  თუ უბრალოდ კარგი მსახიობი  - ქალის რეალური სახე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  (ნაწილი პირველი)

ნებისმიერი ინდივიდისთვის აუცილებელი რამაა. თუმცა, საქართველოში არსებობს ე.წ. "ტაბუდადებული" თემები, რომელსაც საზოგადოება გარკვეული სიმწვავით ხვდება. ადამიანები იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, მენტალური აზროვნების დონითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიწისა და წყლის სტიქიის წარმომადგენლები, გაცილებით უფრო კონსერვატორები და ტრადიციის მიმდევრები არიან. მაშინ როცა ცეცხლსა და ჰაერს ნოვაციისკენ სწრაფვა და არსებული ჩარჩოების დამსხვრევა ეჩქარება ყველაზე მეტად. მოდით, ზოგადად მიმოვიხილოთ ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებში ვხვდებით ყველაზე უფრო კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ტიპაჟებს და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან შინაგანად თავისუფალი, ან სექსუალურად აქტიური ქალი.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ვერძები, ლომები და მშვილდოსნები როგორც წესი, ცხელსისხლიანთა კატეგორიაში შედიან. ამიტომ ამგვარ ქალებს, როგორც წესი, ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ერთზე მეტი პარტნიორი ჰყავთ. ისინი სექსში უკომპლექსოები, ვნებიანები და აქტიურები არიან. მათთვის მარტივია საზოგადოებაში მიღებული ნორმების წინაშე გალაშქრება და იშვიათად იღლიან თავს იმაზე ფიქრით "რას იტყვის ხალხი".

ამ მხრივ განსაკუთრებული უკომპრომისობით ვერძი ქალები გამოირჩევიან. მოგეხსენებათ, ვერძის მმართველი პლანეტა მარსია – ამიტომ, ასეთ ქალს თანდაყოლილი აქვს საბრძოლო რეჟიმში ყოფნის მდგომარეობა. შესაბამისად, მისთვის მარტივია იბრძოლოს იმ შეხედულებების დასაცავად, რაც სწორად და მართებულად მიაჩნია.

გაცილებით უფრო დახვეწილი ქმედებები ახასიათებს ამ მხრივ ლომ ქალს . ლომები ღირსეული მეტოქეები და მტრები არიან მუდამ. იმიჯი და საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტი ქალი ლომისთვის ხელშეუხებელი რამაა. თუმცა, როცა სიყვარული მოდის ლომს ფსონად მაქსიმუმის დადება შეუძლია პირადი ბედნიერების სანაცვლოდ.

დაბადებით მებრძოლია ასევე მშვილდოსანი ქალი , ამასთან ერთად, იგი ყველაზე უკომპლექსო და თავისუფალია დანარჩენ ცეცხლის ნიშნებს შორის. რაც საშუალებას აძლევს მას უმტკივნეულოდ "გადახარშოს" ნებისმიერი სასიყვარულო რომანი და ახლით ჩაანაცვლოს იგი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?