შესაბამისად, ყველა მათგანის ერთ ქვაბში მოხარშვას და ქოქოლის მიყრას ნუ იჩქარებთ, თუკი რომელიმე მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოგივიდათ. იქნებ აქამდე არ შეგხვედრიათ თქვენი "ნახევარი"... ამას ჯობია, ჩვენი ახალი სტატიების ციკლს ჩაუსაფრდეთ და ზუსტად გაეცნოთ, რომელ მამაკაცთან ურთიერთობისას რას უნდა ელოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცი არის კირჩხიბი
თუკი თქვენი ინტერესის ობიექტივში კირჩხიბი მოხვდა და თქვენ იმ ქალთა რიცხვს განეკუთვნებით, ვისაც საკუთარ ემოციებზე საუბარი უჭირს ან რცხვენია, ნაკლებად გექნებათ შანსი ამ კაცთან ურთიერთობების გასაგრძელებლად. მამაკაცი კირჩხიბი იშვიათად განეკუთვნება "აქტიურ მონადირეთა" კატეგორიას. მას ურჩევნია ქალმა გადადგას პირველი ნაბიჯი ურთიერთობაში და ზოგადად, იყოს მათი კავშირის მთავარი "კრეატორი".
ურთიერთობის დასაწყისშივე კარგად გაიცანით მისი დედა, დიახ დიახ, ზუსტად ამ ქალბატონთან ნაცნობობა შეგიქმნით წარმოდგენას როგორი მიდგომა სჭირდება თქვენს კირჩხიბს თქვენგან. კირჩხიბი მამაკაცი ემოციურ კავშირს ანიჭებს უპირატესობას, მან ზუსტად უნდა იცოდე, რომ თქვენ მისთვის ყოველთვის გაქვთ დრო და სურვილი მოუაროთ მას როგორც პატარა ბავშვს. უნდა შეეგუოთ მისი ხასიათის ცვალებადობას და პერიოდულად დეპრესიისკენ მიდრეკილებას.
თუკი პანიკას არ ატეხთ ამის გამო და არ იჩქარებთ კირჩხიბისთვის "უხასიათოს" იარლიყის მიწებებას მისი განწყობა წამის მეასედში შეიცვლება. ხელი შეუწყეთ მას, როცა სირთულეებს აწყდება ცხოვრებაში. მისთვის მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა.