ურთიერთობა მამაკაცებთან - თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცი არის ტყუპი

ურთიერთობა მამაკაცებთან - თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცი არის ტყუპი

შესაბამისად, ყველა მათგანის ერთ ქვაბში მოხარშვას და ქოქოლის მიყრას ნუ იჩქარებთ, თუკი რომელიმე მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოგივიდათ. იქნებ აქამდე არ შეგხვედრიათ თქვენი "ნახევარი"... ამას ჯობია, ჩვენი ახალი სტატიების ციკლს ჩაუსაფრდეთ და ზუსტად გაეცნოთ, რომელ მამაკაცთან ურთიერთობისას რას უნდა ელოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

მაშ ასე, თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი ტყუპია

თუ კარგად დააკვირდებით ტყუპის ზოდიაქოს სიმბოლოს, მას ორი სახე გააჩნია. შესაბამისად, თუკი ამ კაცის გვერდით ყოფნას ხანგრძლივად გეგმავთ, თავადაც მოგიწევთ "მეორე მეს" საკუთარი თავში აღმოჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია მრავალმხრივი და ორიგინალური გახდეთ. თუკი ასეთი ხართ უკვე და ტყუპის ყურადღება ზუსტად ამ თვისებებით მიიქციეთ, გილოცავთ - შესაძლოა მომავალში ამ "ორივეს" გამოჭერა შეძლოთ ყურებით.

საიმისოდ, რომ მამაკაცი ტყუპი თქვენს ცხოვრებაში ხანგრძლივად "დააკავოთ" აუცილებელია არამხოლოდ თავად იყოთ მუდამ ცვალებადი და საინტერესო, არამედ ცვლიდეთ გარშემო ყველაფერს - დაწყებული ავეჯით, დასრულებული საკუთარი აზრებითა და მისი გარდერობით. ტყუპისა და მათ შორის თქვენ ორს შორის კარგი ურთიერთობის ყველაზე დიდი მტერი მოწყენილობაა. ამიტომ, თუკი თქვენ სტაბილური და მშვიდი ცხოვრების მოყვარული ხართ, ამ კაცთან დიდხანს არ დაგედგომებათ. ამასთან დაიმახსოვრეთ ერთი დაუწერელი კანონი, არასოდეს გადმოულაგოთ თქვენ პარტნიორ ტყუპს ყველა კარტი მაგიდაზე, დაიტოვეთ თქვენთვის რაღაც საიდუმლოებები, რომელთა წვდომაც მას ვერასოდეს ექნება. ეს მასში თქვენ მიმართ ინტერესის ნაკვერჩხალს კარგა ხანს არ მისცემს ჩაქრობის საშუალებას.

გახსოვდეთ, თუკი ტყუპი მამაკაცის ცხოვრების მეგზურობა გსურთ, მოგიწევთ შეეგუოთ იმასაც, რომ პერიოდულად მარტო ყოფნა დასჭირდება და აუცილებლად უნდა მისცეთ საშუალება საკუთარი მრავალრიცხოვანი ინტერესები ოჯახსგარეთ დაიკმაყოფილოს. ეს დიდი ბავშვია, რომელსაც სასიყვარულო კავშირების გარდა, ამქვეყნად უამრავი რამ აინტერესებს. შესაბამისად, ნუ მოსთხოვთ თავიდან ბოლომდე იყოს კონცენტრირებული თქვენზე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?