რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით სათითაოდ გავეცნოთ მათ...
ურთიერთობის ტიპი "მე და ჩემი უმცროსი დედმამიშვილი"
ვერძი - ტყუპი
კურო - კირჩხიბი
ტყუპი - ლომი
კირჩხიბი - ქალწული
ლომი - სასწორი
ქალწული - მორიელი
სასწორი - მშვილდოსანი
მორიელი - თხის რქა
მშვილდოსანი - მერწყული
თხის რქა - თევზები
მერწყული - ვერძი
თევზები - კურო
ურთიერთობა ჩვენგან მესამე ნიშანთან გარკვეული ზრუნვის ელემენტებს ითვალისწინებს. როგორც წესი, ამ ადამიანების მიმართ ჩვენ თავისებური ე.წ. "დედამამიშვილური" დამოკიდებულება გვიჩნდება. მათი საქციელი იშვიათად იწვევს ჩვენში სერიოზულ წყენას და როგორც წესი, ნებისმიერ მათ ქმედებას ვუძებნით გამართლებას, არასოდეს ვიმეტებთ მათ მკაცრი კრიტიკისა და განსჯისთვის. ისინიც თავის მხრივ, ყოველთვის ცდილობენ მაგალითი აიღონ ჩვენგან, ისწავლონ ჩვენს გამოცდილებასზე და ენდონ ჩვენს რჩევებს. ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, რეალურადაც ხშირად ხდება ისე, რომ ბიოლოგიური უმცროსი და-ძმა ჩვენგან მესამე ნიშანს ემთხვევა.
პირად ურთიერთობაში მესამე ნიშანთან კავშირი ზოგჯერ მოკლევადიანი ფლირტით ან საკურორტო რომანით შემოიფარგლება. იშვიათად, მაგრამ მაინც ამგავრი კავშირი გრძელვადიან პერსპექტივაზეც გადის და ამ შემთხვევაში წყვილს შორის უფრო მეგობრული დამოკიდებულებაა, ვიდრე პარტნიორული. ყველაზე უკეთ კი ასეთი ტიპის კავშირი საქმიან ურთიერთობაზე და ბიზნეს-კომპანიონობაზე ახდენს დადებით გავლენას. ამიტომ თქვენგან მესამე ნიშნის წარმომადგენელთან შეგიძლიათ თამამად ითანამშრომლოთ პროფესიული კუთხით. განსაკუთრებით თუ საქმე შეეხება მიმოწერით კავშირებს ან გადაადგილების ალბათობას.