მისი მეშვეობით. ამიტომ სასურველია, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ ვარცხნილობა.
კურო
კურო ქალები ჭეშმარიტი ქალური ფორმებით, სიდინჯითა და გრაციოზულობით გამოირჩევიან. ამიტომ ნებისმიერ ასაკში მათთვის აუცილებელია ისეთი ვარცხნილობა, რომელიც მათ ქალურობას გაუსვამს ხაზს. საამისოდ სასურველია კურო ქალებმა, საშუალო სიგრძის მქონე ვარცხნილობა ატარონ. რომელიც კარგად გამოკვეთის ყელის არეს და მხრებს. ძალიან უხდებათ აგრეთვე, მსუბუქად დახვეული ან ბოლოებში ლოკნებით დასრულებული ვარცხნილობა. რაც შეეხება ტონალობას, სასურველია თუ თმას ნატურალური ელფერის მქონე ტონალობაში შეიღებავთ – თაფლისფერი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი ან ბოლოებში გაღიავებული ე.წ. "ფრანგული მელირებით" დამუშავებული ვარცხნილობა, თქვენს ვიზუალურ იმიჯს გრაციოზულობასა და მდიდრულ იერს შესძენს.