თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ ვარცხნილობა.
მერწყული
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები კრეატიულები, ორიგინალურები და მრავალმხრივები არიან. მათ ინტუიციურად ესმით მოდის ტენდენციების ცვალებადობა და ფეხს შესანიშნავად უწყობენ სიახლეებს. თუმცა ამასთან ერთად, არასოდეს იზღუდავენ თავს რაიმე სახის ჩარჩოებით და კლიშეებით. ამიტომ ქალი მერწყული ნებისმიერ ვარცხნილობას ირგებს რასაც მოისურვებს. მთავარია მასში თავს იგი მოდურად და კომფორტულად გრძნობდეს, მასისგან გამორჩეული იყოს და არ ჰგავდეს სხვას. ასტროლოგები მერწყულს ქალებს ურჩევენ მოსინჯონ ყველაფერი დაწყებული მოკლე. ბიჭური ვარცხნილობით, დაუდევრად აბურდული "კარეს" სტილით, დამთავრებული ფერადი მელირებით. ნებისმიერ ზემოთქმულ ვარცხნილობას ქალი მერწყული მარტივად მოირგებს. უფრო მეტიც, მას შეუძლია სამომავლოდ მის მიერ გამოგონილი ექსპრომტი სტილის ვარცხნილობა, საზოგადოებაში მოდურადაც აქციოს.