. ამიტომ სასურველია, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ ვარცხნილობა.
მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი მოძრავი, დინამიური და თავისუფლებისმოყვარე ნატურაა. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების უმრავლესობა, როგორც ჩაცმა-დახურვის ისე ვარცხნილობის შერჩევის საკითხში, არჩევანს პრაქტიკულობის ხარჯზე აკეთებს. ასტროლოგები მშვილდოსან ქალებს ურჩევენ მხრებამდე სიგრძის, ოდნავ აჩეხილი ვარცხნილობა ატარონ. არანაკლებ უხდება მშვილდოსან ქალს ტალღოვანი თმა, ამიტომ სასურველია უპირატესობა გრძელ ასიმეტრიული ფორმის კარეს მიანიჭოს, გრძლად დატოვებული ერთი ლოკონით. ეს მის ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს. თუ გრძელი თმა გაქვთ, სასურველია იგი ე.წ. "კოსას" სტილზე ატაროთ, ოღონდ დაუდევრად აწეწილი და არა დეტალურად დავარცხნილ-დაყენებული.