. ამიტომ სასურველია, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების მიხედვით შეარჩიოთ ვარცხნილობა.
ქალწული
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები, დახვეწილი გემოვნებით მაგრამ მკვეთრად გამოხატული მინიმალიზმის სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომ ვარცხნილობის შერჩევისას არჩევანი მათ მოკლე, პრაქტიკულ ვარცხნილობაზე უნდა შეაჩერონ. შესანიშნავად იხდენს ქალწული ასევე, ბიჭურ იმიჯს ან ბობ-კარეს. ხოლო თუ გრძელ თმას ატარებს, სასურველია მისი ფორმა კლასიკური ე.წ. "ჩოლკით" გაალამაზოს, რომელიც მის გარეგნობას ახალგაზრდულ იერს და სინაზეს შეჰმატებს. რაც შეეხება ტონალობას, ასტროლოგები ქალწულს ისეთი ბუნებრივი ელფერების გამოყენებას ურჩევენ, რომელშიც ჟღალი-თაფლისფერი ჭარბობს.