იდეალური წყვილი – დევიდ ოტუნგი და ჯენიფერ ჰადსონი
ადრე თუ გვიან, ვერძი მამაკაცი ეცდება ქალწულ ქალს დაუმტკიცოს, რომ იგი ემოციურად მომწიფდა. მის გეგმებს, ამბიციებსა და გრძნობებს არსებობის უფლება აქვს. შეიძლება, გულის სიღრმეში, ქალწული უთანაგრძნობს ყველა მის ჩანაფიქრს, მაგრამ ვერძს მამაკაცს ასე არ ჰგონია. რადგან, ქალწული ყოველთვის აკრიტიკებს, შენიშვნას აძლევს. რა ვიზამთ, ასეთია ქალწული ქალი. იგი წინასწარმეტყველივით გრძნობს საფრთხის მოახლოებას და ცდილობს გააფრთხილოს, დაიცვას გარშემო მყოფები.
ვერძს კი მისი გადამეტებული მზრუნველობა და ყურადღება აღიზიანებს. ქალწულს ადანაშაულებს წარმოსახვის უუნარობასა და უგრძნობლობაში.
ქალწულ ქალს არ უყვარს თავისი გრძნობების აფიშირება. არასდროს იწონებს თავს ნიჭითა და ტალანტით. შეიძლება არც არის თავის უნიკალურობაში დარწმუნებული. ვერძის სიყვარულმა კი მას საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა ასწავლა. თავისი ცეცხლით გული გაუთბო.
თუ ვერძს ქალწული ნამდვილად უყვარს, თუ არ უყვირებს და დაამცირებს, ქალწული ნაზი და მგრძნობიარე გახდება და ფართოდ გაუღებს გულის კარს.
ვერძ მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებს ქალწული ქალის ბინაში მისვლა. იგი თავს არ მოაბეზრებს კითხვებით (ვერძისგან განსხვავებით), ამასთანავე მხიარული და სასიამოვნო მოსაუბრეა. ხანდახან კრიტიკულიცაა, მაგრამ დელიკატურია და წვრილმანებზე არ იკამათებს. გარდა ამისა, ქალწული კარგი დიასახლისია.
ქალწული ქალი ზედმეტად თვითკრიტიკულია და ხშირად უმიზეზოდაც კი იდანაშაულებს თავს. ვერძი მამაკაცი, რომელსაც ეს გონიერი ქალწული უყვარს, დაამშვიდებს და საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს.
ვერძი მამაკაცი საკმაოდ სექსუალური ნიშანია. ქალწული კი საკმაოდ – ცივი. ვერძი შეეცდება სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, თუ ქალწული არ გაუკრიტიკებს ცეცხლოვან ტექნიკას. სექსის დროს ვერძი მხოლოდ სექსზე ფიქრობს, ქალწული კი შეიძლება საქმეებზეც ფიქრობდეს, მას უჭირს ბოლომდე მიენდოს გრძნობას და გულის კარნახით იმოქმედოს. ამიტომ, ცეცხლოვანი ვერძი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს.
ვერძს სურს სიყვარულში სრულყოფილებას მიაღწიოს. იგი თავით გადაეშვება ხოლმე სიყვარულის მორევში; ქალწული კი ცდილობს ყველაფერში მიაღწიოს სრულყოფილებას, სიყვარულის გარდა.
ვერძი და ქალწული შეძლებენ საკუთარი ოჯახის გადარჩენას თუ ქალწული არ გაუკრიტიკებს ვერძს საქმიანობას, თუ დაეხმარება მიზნების მიღწევაში. ეს უკანასკნელი კი, აუსრულებელი ოცნების გამო მთელ მრისხანებს მასზე არ გადმოანთხევს, არ დაამცირებს, არ შეულახავს თავმოყვარეობას.