ვერძი მამაკაცი & მორიელი ქალი

ვერძი მამაკაცი & მორიელი ქალი

იდეალური წყვილი რობერტ დაუნი უმცროსი და სიუზან ნიკოლ ლევინი

უმთავრესი რჩევა, რომელიც მორიელ ქალზე შეყვარებულ ვერძ მამაკაცს გვინდა მივცეთ არის ის, რომ მან აუცილებლად გადაიკითხოს ჰენრი იბსენის ცნობილი ნაწარმოები "ჰედა გიბლერი". ეს იმიტომ, რომ ჰედას პერსონაჟის კარგად შესწავლა დაეხმარება მას, რომ ასე თუ ის მაინც მზად იყოს იმ მოულოდნელობებისთვის, რაც მას ქალ მორიელთან ურთიერთობისას ელოდება. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი რჩეული ქალბატონი ტიპური მორიელების რიცხვს არ განეკუთვნება, მაინც აჯობებს პრინციპი "ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია" აქტიურად იდგეს თქვენს დღის წესრიგში; რადგან მორიელები, როგორც წესი, ყოველთვის გაუფრთხილებლად მოქმედებენ.

იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი მანქანის საბურავებს დაჩხვლეტს, როცა ვერძი მას საჭესთან დაჯდომის უფლებას არ მისცემს, ან "შემთხვევით" გადააგდებს აივნიდან მის მობილურ ტელეფონს, მას შემდეგ რაც იგი მისთვის საეჭვო საქმიან საკითხებზე მასლაათში გაატარებს თანამშრომელ ქალთან მთელ საათს, ვერძი მაინც შეეცდება თავი დაირწმუნოს იმაში, რომ საბურავის ამბავი ცუდად დაგებული ასფალტის საფარის ბრალია, მობილური ტელეფონი კი თავად დადო უხერხულად აივნის კიდეში. თუმცა, თუკი ისეთი დღეც დადგება, როცა იგი მორიელი ქალის მიერ ჩადენილი მავნებლობების წინასწაგანზრახულობაში საბოლოოდ დარწმუნდება, მერე უფრთხილდით! ეს იმიტომ, რომ არაფერი აბრაზებს ვერძს ამქვეყნად ისე ძალიან, როგორც მის წინააღმდეგ გამიზნულად დაგეგმილი დივერსია. მით უმეტეს, თუ ეს მოხერხებული და ნიჭიერი "ტერორისტი" მისი საყვარელი ქალია!

ვერძები ვერ იტანენ ინტრიგებს. ამასთან ერთად, მორიელი ქალის უნარი მშვიდი ღიმილით შეაქციოს ზურგი მას, მაშინ როცა იგი სიბრაზისგან "ყურებიდან კვამლს უშვებს", აიძულებს ვერძს ზოგჯერ ურთიერთობაში უმიზეზოდ აგრესიული გახდეს. ზურგიდან დარტყმა, ისე რომ ამის შემდეგ მისი სამართლიანი საყვედურების მოსმენას, ყურსაცვამების გაკეთება და მუსიკის მოსმენა არჩიო? – ვერძთან ამგვარი საქციელი ცეცხლთან თამაშის ტოლფასია ძვირფასო მორიელებო!

Astrologia

თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მამაკაცი ვერძი უფლებას აძლევს ამ ქალს თავი გამარჯვებულად იგრძნოს მასთან დამოკიდებულებაში და ამით გაიხაროს, ეს არაფერია სხვა თუ არა არაფრისმომცემი კონფლიქტებისგან თავის არიდების მცდელობა ვერძის მხრიდან. გულის სიღრმეში ვერძი ხვდება, რომ ამ ქალთან სხვანაირად არ გამოვა და თუ მის შხამიან გამოხტომებს საპასუხო მარსიანული ცეცხლით უპასუხებს, ომი რომელიც ამ ორს შორის გაჩაღდება საშვილიშვილოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ, ვერძი მამაკაცი, რომელიც ქალ მორიელთან ურთიერთობისას იმ მარტივ ჭეშმარიტებას გააცნობიერებს, რომ მის პერიოდულ "გამორიელებას" პატიებით უპასუხოს, შეიძლება ამ არცთუ ადვილი ქალის ჭეშმარიტად შესაფერის მეწყვილედ ჩაითვალოს ცხოვრების გზაზე.

ვერძი მამაკაცი გულის სიღრმეში აცნობიერებს, რომ ამ ქალს ზუსტად იმ დოზით შეუძლია საყვარელი კაცის ერთგულება, რა დოზითაც საკუთარ, დიდადპატივცემულ კუდზე ფეხის დამბიჯებელს უხდის სამაგიეროს. მორიელ ქალს, როცა მას მამაკაცი მართლა უყვარს, შეუძლია ამ უკანასკნელის გამო მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს: ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებრივ აზრს. ამასთან ერთად, იგი არასოდეს იყოყმანებს ბევრს და ნებისმიერისთვის გაიმეტებს თანდაყოლილ შხამს, ვინც მის გზაზე დადგომას გაბედავს ან რაიმე სახით მისთვის საყვარელ ადამიანს შეეხება. ვერძები კი მაქსიმალისტები არიან – სიყვარულიც დიდი და უსაზღვრო ესაჭიროებათ, ჰოდა სწორედ აი ასეთი სიყვარული შეუძლიათ მორიელებს.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერძი ჩვეული უტაქტობით მისცემს მას შენიშვნას, მაგალითად არასწორად შერჩეული ვარცხნილობის გამო და დაავალებს სასწრაფოდ წავიდეს სალონში, რათა საღამოს დაგეგმილ საქმიან ვახშამზე, რაიმე უფრო თანამედროვე იმიჯის მქონე, ლამაზი ცოლის თანხლებით ამაყად წარსდგეს ახალი ბიზნეს-პარტნიორების წინაშე, მის საქციელს მორიელი ქალი უჩვეულო სიმშვიდით და მორჩილებით უპასუხებს. თუმცა, რესტორანში მისულ ვერძ მამაკაცს, სულ რამდენიმე წუთში მოუხდება სტუმრებთან ბოდიშის მოხდა, იმის თაობაზე რომ მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა და სასწრაფოდ მოუწევს მათი დატოვება.

Astrologia

რაღა თქმა უნდა, მას შეუძლია მთელი საღამო ხმამაღალი მონოლოგები იკითხოს თემაზე "თუ როგორ დაღუპა ცოლმა მისი ბრწყინვალე კარიერა", მორიელი ქალი კი ამ დროს, ბედნიერი სახით გააგრძელებს საყვარელი წიგნის კითხვას და თუ მეუღლე ხმას ზედმეტად აუწევს, საერთოდაც ყურსაცვამებს გაიკეთებს მეტი კომფორტის შესაქმნელად. ხედავთ? სულაც არ ჰგავს იგი შავ ქვრივს, ან ქალ-ვამპს. უბრალოდ სუსტი ქალია, რომელსაც თავი ასტკივდა არასახარბიელო დროს, რა მოხდა მერე?

მართალია, მამაკაცი ვერძი საკმაოდ გამჭრიახი და მამაცია, როცა კარგად ერკვევა სიტუაციაში. მაგრამ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ხშირად, მორიელი ქალის ქარაგმული გამონათქვამები და საქციელი რომელშიც უამრავი ფარული მესიჯია ჩაშიფრული. თქმა არ უნდა, თუკი მას ეს ქალი ნამდვილად უყვარს, რაც საკმაოდ რთული საქმეა, ვერძი ამ სიყვარულის ხარჯზე გაიზრდება კიდეც, როგორც პიროვნება და ისწავლის მეტ-ნაკლებად დაინახოს საკუთარი ნაკლოვანებები. მით უმეტეს, რომ ამ ორის ჰარმონიულ თანაარსებობას წყვილებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელი, უმთავრესთაგან უმთავრესი ფაქტორი – იდეალური სექსუალური თავსებადობაც შეუწყობს ხელს. ვერძს და მორიელს შორის მიზიდულობა და ცეცხლი კი ამ კუთხით მრავალწლიანი ქორწინების შემდეგაც არ ქრება და ფერმკრთალდება. და მიუხედავად იმისა, რომ მორიელს ხშირად გულს სტკენს ვერძი კაცის მხრიდან, უკონტროლოდ გამოვლენილი ემოციები, მას ურჩევნია იგი ასეთი თვითმყოფადი იყოს და სხვა მამაკაცებს არ ჰგავდეს, იმიტომ რომ სწორედ ეს სიალალე და ბავშვურობაა რაც მას ამ მამაკაცში იზიდავს მიუხედავად ყველაფრისა. თუმცა, იგი ამას არსოდეს აღიარებს ვერძის წინაშე და ალბათ მთელი ცხოვრება ექნება სასაყვედუროდ ფრაზა: "როდის უნდა გაიზარდო, ბოლოს და ბოლოს?".

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?