ვინ გავიყოლოთ "შოპინგზე" - მამაკაცები, რომელთაც ქალის გემოვნება იდეალურად ესმით

ვინ გავიყოლოთ  "შოპინგზე"  -  მამაკაცები, რომელთაც ქალის გემოვნება იდეალურად ესმით

როგორც წესი მამაკაცები ლიდერობენ. ელი სააბი, კარლ ლაგერფერდი, ვალენტინო და ა.შ. ვრცელი სიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ფაქტია, მამაკაცებს ხშირად გააჩნიათ უნიკალური ნიჭი გაიგონ ქალის გემოვნება და მეტიც, სწორად შემოსონ იგი.

რეალურ ცხოვრებაში ბევრი ქმარი არ ერევა მეუღლის გარდერობის შერჩევაში, ან თუ ერევა არცთუ მაინცდამაინც კორექტულად და "ნიჭიერად". თუკი ასტროლოგიურ ცოდნას მოვიშველიებთ და გადავხედავთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც ე.წ. "ქალური ენერგეტიკის" მქონე პლანეტები მფარველობენ მარტივად გავარკვევთ იმას, რამდენად ექნება თქვენს პოტენციურ მეორე ნახევარს სურვილი და რაც მთავარია უნარი, საიმისოდ, რომ სამოსის არჩევაში დაგეხმაროთ ან სულაც თავად შეგირჩიოთ იგი... დამეთანხმებით, ასეთი ქმარი ჭეშმარიტი მონაპოვარი და საჩუქარია ნებისმიერი ქალისთვის. ასე არ არის განა?

ტყუპი - პლანეტა მერკურის მმართველობის ქვეშაა, მერკური კი თავისი ბუნებითა და არსით ე.წ. "ნეიტრალური პლანეტების" რიცხვში შედის. ასეთ მამაკაცს უყვარს ლაპარაკი, მსჯელობა და კომუნიკაცია ზოგადად, ამიტომ მასთან ერთად საშოპინგოდ სიარული ქალისთვის ერთი დიდი სიამოვნებაა, იგი არამარტო დაგეხმარებათ სამოსის შერჩევაში, არამედ იზრუნებს იმაზეც, რომ მახვილი ენის წყალობით ნავაჭრი გაცილებით იაფი გამოვიდეს და რაც მთავარია, გაგამხიარულებთ სასაცილო ისტორიებით ან ჭორებით მთელი შოფინგისას.

კირჩხიბი - ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მთვარე მართავს მის ზოდიაქოს. შესაბამისად, კირჩხიბი მამაკაცი ქალისთვის იდეალური მეგზურია არამხოლოდ შოპინგისას, არამედ კულინარიის სამყაროშიც. როგორც წესი, კირჩხიბები გემრიელად ჭამის დიდი მოყვარულები არიან, თუმცა მათ არამხოლოდ ჭამა -კეთებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ქალის ფსიქოლოგია, ისევე როგორც მისი გემოვნება კირჩხიბ მამაკაცს ინტუიციურ დონეზე ესმის, ამიტომ მისთვის მარტივია იყოს საუკეთესო მრჩეველი სამოსის შერჩევის კუთხით. გარდა ამისა, იგი შესანიშნავად მოახერხებს უთქვენოდაც იყიდოს საჩუქრად ტანსაცმელი ან აქსესუარი, რომელიც აღფრთოვანებას მოგგვრით.

სასწორი - პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშაა, ამიტომ მას, თანდაყოლილი გემოვნება გააჩნია ჩაცმა-დახურვის კუთხით. ამასთან ერთად, იგი რბილი და გალანტური პარტნიორია, ნაკლებად ზღუდავს ქალს საკუთარი შეხედულებებით. თუკი მორიელის ზოდიაქოს გავლენას განიცდის (სასწორი ხომ მორიელის მომიჯნავე ნიშანია) იგი ბრუტალურად სექსუალური და მომხიბვლელიც იქნება. მასთან შეგიძლიათ ისაუბროთ მოდაზე, ხელოვნებაზე, ფილმებსა და ურთიერთობებზე - მოკლედ იგი, ყველა იმ თემაში ერკვევა, რაც ქალებისთვის ასე საინტერესოა და მამაკაცების დიდი ნაწილი "უაზროდ დროის ფლანგვას" უწოდებს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?