ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ხშირად მისი მეშვეობით გეგმავენ ადამიანები სამომავლო ქორწინებას, სამსახურის ცვლას ან ბავშვის დაბადებას. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, ძალიან აქტუალური განხრა ასტროლოგიაში, რომელსაც მოდის ასტროლოგია ე.წ. fashion astrology ეწოდება. ზუსტად ამ კუთხით აქტიურად იკვლევენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნისა და გემოვნების, სტილის, ჰარმონიისა და სილამაზის აღქმის შესაძლებლობებს. როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ქალებს განსხვავებული არომატის სუნამო შეეფერებათ. ამ მხრივ ძალიან საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზა, კოსმეტიკური ხაზის LURKbeauty-ს დამფუძნებელმა, ანა ნელსონ სანფორდმა.
ვფიქრობ, სუნამოს არჩევანი გაგიადვილდებათ, თუკი ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას გადახედავთ:
ასე მაგალითად ვერძს კედრის არომატით გაჯერებული სუნამო შეეფერება
კუროს თამბაქოს სურნელება
ტყუპს კი მთის ლავანდის ელემენტები
კირჩხიბისთვის სასურველია სუნამო, რომელსაც გარდენიის ყვავილის არომატი დაჰკრავს
ხოლო ლომისთვის აუცილებელია ვარდის სურნელება
ქალწულისთვის ე.წ. "ლადანის" არომატია მისაღები სუნამოს არჩევისას
ხოლო სასწორმა სხვადასხვა ტიპის ნელსურნელებითა და პიკანტური ეთერზეთებით გაჯერებული სუნამო უნდა აარჩიოს
მორიელს ტუბეროზას ყვავილისთვის დამახასიათებელი არომატით გაჯერებულ სუნამოს ურჩევენ ასტროლოგები
ხოლო მშვილდოსანმა მცენარე ვეტივერის არომატით გაჯერებულ სუნამოზე უნდა შეაჩეროს არჩევანი
თხის რქას ჟასმინის არომატი მოუხდება
ხოლო მერწყულს ფორთოხლის ხის ექსტრაქტზე დამზადებული სუნამოს არჩევას ურჩევენ
დაბოლოს, თევზებისთვის იდეალურია სანდალოზის ხის ექსტრაქტზე დამზადებული სუნამოები