ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებმაც შესაძლოა ოჯახი დაგინდრიონ - მათთან ცუდად ხუმრობას არ გირჩევთ

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებმაც შესაძლოა ოჯახი დაგინდრიონ - მათთან ცუდად ხუმრობას არ გირჩევთ

თანამედროვე ფასეულობები თითქოს დაუპირისპირდა ოჯახის ინსტიტუტს, მიუხედავად ამისა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ეს კულტი, მეტიც, ადამიანისთვის ოჯახი ერთ-ერთ მთავარ ღირსებად ითვლება. თუ თქვენ ის პიროვნება ხართ, რომელსაც არ უნდა, რომ ოჯახი დაენგრეს, სიფრთხილე გმართებთ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანთან.

  • მორიელი

მორიელი შურისმაძიებელია. ის დიდხანს ინახავს გულში წყენას, ამიტომ თუ ოდესმე გააბრაზეთ, მომავალში აუცილებლად გატკენთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თქვენი ყოფილი შეყვარებული ან მეუღლეა. ცალმხრივად უყვარდით? არც ამ შემთხვევაში დაგინდობთ, დაგადანაშაულებთ იმაში, რომ იმედი მიეცით, შემდეგ კი მისი გრძნობები გათელეთ.

თუ დაოჯახებული ხართ, ერიდეთ მორიელებთან ფლირტს, როცა მოგბეზრდებათ და მასთან ზედაპირულ ურთიერთობას - რომლითაც მხოლოდ ერთობოდით - წერტილს დაუსვამთ, ამ ნიშნით დაბადებული ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენი მეორე ნახევრის ყურამდე მივიდეს ჩავლილი ამბავი.

  • კირჩხიბი

მორიელს არაფრით ჩამოუვარდება კირჩხიბი, როცა შურისძიებაზე მიდგება საქმე, თუ ის ძალიან გაანაწყენეს, შეურაცხყვეს და გული მოუკლეს. კირჩხიბი არასდროს აიტანს დამცირებას, არც გამარჯვებულად გაგრძნობინებთ თავს და არც იმას გაფიქრებინებთ, გამოვიყენეო.

თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული კირჩხიბია, ადვილადაც არ დაგთმობთ. ამ ნიშნით დაბადებულები ერთხელ რომ ჩაავლებენ მარწუხებს ადამიანს, აღარასდროს უშვებენ. შესაძლოა, თავი მოიკატუნოს, რომ თქვენდამი ინტერესიც გაუნელდა და გრძნობებიც, მეტიც დაოჯახების "უფლებაც“ კი მოგცეთ, მაგრამ შეფარულ ბრძოლას განაგრძობს თქვენს დასაბრუნებლად. პარადოქსულად ჟღერს ალბათ, კირჩხიბი რომ ოჯახის სიმბოლოა... მიუხედავად ამისა, დაანგრევს თქვენს ოჯახს, რათა საკუთარი - შექმნას და ბრწყინვალე პარტნიორობა გაგიწიოთ.

თუ დოსაჯახებული ხართ და კირჩხიბთან თავისუფალი ურთიერთობის დამყარებას ცდილობთ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. ამ ნიშნით დაბადებულებს მსგავსი კავშირები უბრალოდ არ ესმით. ის თავს მოგაჩვეებთ, თითქოს პასუხისმგებლობას არ გაკისრებთ და თავის მახეში შეგიტყუებთ - თავს შეგაყვარებთ, შემდეგ კი მეუღლის მიტოვებას მოგთხოვთ, რადგან ის საყვარლის როლს თავს არ აკადრებს.

  • ლომი

ლომი არც ბოღმიანია და არც შურისმაძიებელი, მაგრამ იმდენად ამაყია, აუცილებლად გასწავლით ჭკუას, თუ მის გაბითურებას მოინდომებთ. თუ ლომთან ურთიერთობა გინდათ, თქვენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი/ქალი არ უნდა არსებობდეს, პირველ ადგილას უნდა დააყენოთ და მთელი არსებით გიყვარდეთ.

თუ ამ ნიშნით დაბადებულის საყვარლობა მოინდომეთ, ის დაურეკავს ან მისწერს თქვენს მეუღლეს და აიძულებს, დაგშორდეთ. უარეს შემთხვევაში, მოგაკითხავთ სამსახურში და სკანდალს მოგიწყობთ - თქვენს კოლეგებსა და მეგობრებს გააგებინებს, რომ ერთად ხართ - მას ხომ ძალიან უყვარს სპექტაკლების დადგმა.