ზოდიაქოს ნიშნები და ონლაინ-შოფინგი

ზოდიაქოს ნიშნები და ონლაინ-შოფინგი

ნახევრად სერიოზულად ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ქალბატონებს ონლაინ-შოფინგის მიმართ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

გამოიწერა ჩანთა, ლოდინი ვეღარ შეძლო და ჩამოტანამდე იგივე სტილის ჩანთა ადგილობრივ მაღაზიაში შეიძინა, ოღონდ სხვა ფერის. განწყობის მიხედვით ატარებს.

კურო

გადაწყვიტა რომელიმე ცნობილი ბრენდის კაბა გამოიწეროს, მაგალითად "ივ როშე", ძალიან პოპულარული ბრენდია, აქებენ.

ტყუპები

იმდენი საიტიდან იწერს ერთდროულად რომ ანგარიში დაებლოკა...

კირჩხიბი

გამოიწერა ახალი კაბა და მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ ძველი მომგებიან ფასად გააყიდინონ იგივე საიტზე.

ლომი

იცის, რომ კილიტებით გაწყობილი, მბზინავი სამოსია მოდაში. ჰოდა, გამოიწერა ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს... მათ შორის ნაძვის ხის სათამაშოებიც.

ქალწული

გამოიწერა კაბა, მერე იგივე კაბა სხვა საიტზე ნახევარ ფასად ნახა და ორი დღე საკუთარ თავს სამსახურში ფეხით სიარული აიძულა, უყაირათოდ დახარჯული ფულის გამო.

Astrologia

სასწორი

სამი კვირის მანძილზე ვერ გადაწყვიტა ერთი საიტიდან გამოწერილ კაბას, მეორე საიტიდან გამოწერილი რომელი ფეხსაცმელი შეუხამოს... ბოლოს ორი ფეხსაცმელი გამოიწერა, ჩამოსვლამდე მოიფიქრებს, რომელი ატაროს.

მორიელი

გამოიწერა სექსუალური თეთრეული. გული სწყდება, რომ ონლაინ-შოპინგით მამაკაცების გამოწერაც არ არის შესაძლებელი თეთრეულთან ერთად.

მშვილდოსანი

გამოიწერა სპორტული ბათინკები, რომ ჩამოვიდა აღმოჩნდა, რომ ორი ზომით დიდია... მაინც ჩაიცვა, თავს ბედნიერად და მოდურად გრძნობს.

მერწყული

ოცნებობს ლუვრიდან ანა ავსტრიელის კორსეტის გამოწერაზე, მერედა როგორ მოუხდება მის დახეულ ჯინსებს.

თხის რქა

ბიზნესშეხვედრისთვის გამოსადეგი, მაქსიმალურად მკაცრი სტილის კოსტუმის ძებნაში მამაკაცის კოსტუმი გამოიწერა.

თევზები

გადაწყვიტა მხოლოდ ერთი ტუჩსაცხი გამოეწერა და მთელი საიტი "შემოეწერა". შედეგად მეუღლის საკრედიტო ბარათი გაანულა, ახლა ზის და ტირის...

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?