როგორი კულინარები და დიასახლისები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები. მოკლედ, მივყვეთ რიგრიგობით:
კირჩხიბი
თუ ვინმეს თამამად შეიძლება ვუწოდოთ სამზარეულოს დედოფალი, ეს კირჩხიბია! ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, არამარტო სამზარეულოში ფუსფუსი იზიდავთ, ზოგადად დიასახლისობა მიაჩნიათ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან "პროფესიად". შესაბამისად, მამაკაცს, რომელიც ამ ქალს დაუკავშირებს ცხოვრებას, ნამდვილად არ ემუქრება უსმელ-უჭმელობით სიკვდილი.