ზოდიაქოს რომელ ნიშანს უყვარდება თავისი ლექტორი ან მასწავლებელი ყველაზე ხშირად?

ზოდიაქოს რომელ ნიშანს უყვარდება თავისი ლექტორი ან მასწავლებელი ყველაზე ხშირად?

სტუდენტობისას ყველაფერი ლაგდება, ადამიანს სიყვარულისა და ვნების ერთმანეთისგან გარჩევა მეტ-ნაკლებად შეუძლია.

ხდება ხოლმე ისე, რომ ყოფილი სტუდენტი და ლექტორი ურთიერთობას იწყებენ, განსაკუთრებით ხშირად მაშინ, როცა ლექტორი თავადაც ძალიან ახალგაზრდაა. მაგალითად, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და მისი მეუღლე, თიკა თინიკაშვილი. მათ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, როცა თიკა დავითის სტუდენტი იყო.

ჩაკეტილ ან კონსერვატულ საზოგადოებაში მასწავლებელი და მოსწავლე/ყოფილი მოსწავლე იშვიათად წყვილდებიან. ჯერ ერთი, არასრულწლოვანთან კავშირი კანონდარღვევად და პედოფილიად მიიჩნევა, მერე მეორე, სოციუმი ამგვარ ურთიერთობას ამორალურად მიიჩნევს და ესეც რომ არა, როცა მოსწავლე სკოლას ამთავრებს, თითქოს ახალ სამყაროში ხვდება და "პირველი სიყვარულისთვისაც“ აღარ სცხელა.

ამერიკაში მოსწავლისა და მასწავლებლის სასიყვარულო ურთიერთობის პროპაგანდა  დიდი ხანია დაიწყო, ამას მოწმობს არა ერთი ფილმი, სერიალი და წიგნი. მათ შორის სამყაროს მასშტაბით ცნობილი სერიალი "პატარა, ლამაზი მატყუარები“, რომელშიც ლიტერატურის პედაგოგ ეზრა ფიტზსა და მის მოსწავლე არია მონტგომერის ერთმანეთი უყვარდებათ.

როცა არასტანდარტულ სიყვარულზე წერ სტატიას, შეუძლებელია არ გაგახსენდეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც ცოლად თავისი მასწავლებელი, ბრიჯიტ ტროგნეუ შეირთო. შეუღლდა თუ არა წყვილი მწველი გრძნობების ნიადაგზე, ამის დაზუსტება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტი მათი ქორწინების შესახებ, ასეც და ისეც უცვლელი რჩება. მაკრონი ზოდიაქოთი თხის რქა გახლავთ.

თუ ზოდიაქოს ნიშანთა ხასიათს ჩაუღრმავდებით ან ცოცხალ მაგალითებს შეისწავლით, აღმოაჩენთ რომ თავისი მასწავლებლის/ლექტორის სიყვარულისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილია 3 ნიშანი:

თევზები

თევზებს თანატოლები ვერ უგებენ, რადგან ემოციური ინტელექტითაც უსწრებს მათ და გონიერებითაც. თევზები სწვდება ისეთ სიღრმეებს, რომელშიც სკოლის მოსწავლეები - და სტუდენტებიც კი - ვერასდროს ჩაიჭყიტებიან... არა მარტო სწვდება, არამედ თავისუფლადაც დაცურავს მასში. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს თანამოაზრე სჭირდება, ის ვინც გაუგებს და დაარწმუნებს, რომ გიჟი კი არ არის, უბრალოდ, ამხანაგებისგან განსხვავდება. თევზისთვის მასწავლებელი/ლექტორი  სულიერ მოკავშირედ, მეგობრად იქცევა, ამიტომ ეჯაჭვება მას და შესაძლოა წარმოშობილი ემოციები სიყვარულს მიაწეროს.

სასწორი

რომანტიკულ სასწორს იზიდავს ყველაფერი ის, რაც ლამაზი და თვალისმომჭრელია! თუ მასწავლებელი/ლექტორი  სასიამოვნო შესახედაობისაა და ბონუსად სასწორს საინტერესოდაც  ესაუბრება, სწრაფად იხიბლება მისი პერსონით. რა დასამალია, ამ ნიჭის ბიჭებს რომანტიკულად ეჩვენება "აკრძალული კავშირები“. სასწორებისთვის  ესთეტიკას (ისევე როგორც ესთეტიკურ სიამოვნებას) დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ესთეტიკის ტრფიალი აახლოებთ ხოლმე  სასწორებსა და მათ პედაგოგებს/ლექტორებს.

თხის რქა

ამ ნიშნის ბიჭისთვის თანატოლები მოსაწყენები და ცანცარები არიან. მას აინტერესებს უფროსი ქალები, რომლებიც თხის რქისთვის ჯერაც უცნობ საკითხებს ჩაუღრმავდებიან და მიაწოდებენ ინფორმაციას, რომელიც წინსვლაში დაეხმარება. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც  ამ ნიშნის ბიჭებს ყოველთვის აქვთ გეგმები, რომლისკენაც ნელა, გონივრული ნაბიჯებით მიიწევენ. მასწავლებელი/ლექტორი  მათთვის ლიდერი ხდება, რომელიც გზას კვალავს და თხის რქისას ნაკლები ეკალ-ბარდი ხვდება, სწორედ ამიტომ უყვარდება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?