8 ნიშანი იმისა, რომ ადამიანს წინა ცხოვრებაშიც იცნობდით

8 ნიშანი იმისა, რომ ადამიანს წინა ცხოვრებაშიც იცნობდით

1) ნაპერწკალი, მუხტი

გაიხსენეთ, რა იგრძენით როცა ადამიანს პირველად შეხვდით? თქვენ შორის ნაპერწკალი ან მუხტი მომენტალურად ხომ არ გაჩენილა? კარმული ასტროლოგიის მიხედვით, როცა ძველი მეგობრები, ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი, შეყვარებულები ან მტრებიც კი ერთმანეთს ხვდებიან მომდევნო ცხოვრებაში, მათ შორის მუხტი ჩნდება, თითქოს ერთმანეთისკენ მიიზიდებიან.

Astrologia

2) დეჟავუ

მასთან ურთიერთობისას გეუფლება გრძნობა, რომ ეს დიალოგი წინათაც გქონდათ... თითქოს ზუსტად იმავე სიტუაციაში ადრეც ყოფილხართ. ეს დეჟავუა - ფენომენი, რომელსაც ზუსტი ახსნა მეცნიერებამაც კი ვერ მოუძებნა. ჰიპოტეზურ დონეზე, კარმული ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ დეჟავუც ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია, რომ კონკრეტულ ადამიანს ჯერ კიდევ წინა ცხოვრებაში შეხვდით. ფაქტობრივად არქივიდან გახსენებაა, სადაც უძველესი ინფორმაციაც ინახება.

Astrologia

3) გრძნობთ,რომ იცნობთ

ერთ-ერთი მარტივად ამოსაცნობი ნიშანია - წინათგრძნობა. თქვენ, უბრალოდ, ინტუიცია გკარნახობთ, რომ ამ სულს პირველად არ შეხვდით. მის ფიქრებს კითხულობთ, წინასწარ შეგიძლიათ ამოიცნოთ, რას მოიმოქმედებს.

Astrologia

4) ერთმანეთს საეჭვო ან ალოგიკურ სიტუაციაში შეხვდით

უმეტეს შემთხვევებში ის მოულოდნელად ჩნდება: ავარიის დროს, საავადმყოფოში ყოფნისას, ცხოვრების გარდამტეხ მომენტში, სამსახურის დაკარგვისას, თვითმკვლელობის მცდელობისას, ომისას, დაოჯახებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა პარტნიორები თავიანთ გრძნობებში დარწმუნებული არ არიან, ფინანსური კრიზისისას, კარიერულ ზენიტში და ა.შ.

Astrologia

5) წამლეკავი ემოცია

ემოციების ტალღა გადაგივლით ან გრძნობების ქარბორბალაში მოყვებით, რომელმაც შესაძლოა დაგანგრიოთ კიდეც. შესაძლოა ამ ადამიანთან ხშირად იკამათოთ ან იჩხუბოთ. მაშინაც კი თუ სიმშვიდისკენ ხართ მიდრეკილი,

მზად უნდა იყოთ შფოთვარე, ცვალებადი ურთიერთობისთვის.

Astrologia

6) ძაფი, რომელსაც ვერაფერი გაწყვეტს

შესაძლოა მის ტკივილს ფიზიკურად გრძნობდეთ. მაგალითად, როცა მას თავი სტკივა, თქვენც გტკივათ. როცა ხიფათს გადაეყრება, მასთან დაკავშირების გარეშეც ხვდებით, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

Astrologia

7) როცა ერთად ხართ უცნაურობები ხდება

როცა ერთად ხართ ცხოველებს ან ფრინველებს იზიდავთ, ექცევით უცნაურ მოვლენათა ეპიცენტრში ან გემართებათ ის, რაც სხვა, ნორმალურ წყვილს არ დაემართებოდა.

Astrologia

8) მასთან ერთად დროის შეგრძნებას კარგავთ

მის გვერდით დრო ჩერდება? ვერ ხვდებით რომ ღამდება, ვერც გამოტოვებულ ზარებს ამჩნევთ, იმიტომ რომ მობილური ტელეფონი აღარც გახსოვთ.

Astrologia

სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?