ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:09-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას; ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
ვერძი
არ არის ადვილი ჩვეული, ყოველდღიური აქტივობების კეთება – გინდათ რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული. ღირს უფროსების რჩევების მოსმენა, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები, აირჩიოთ სწორი გზა. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ჯანმრთელობა გაუარესდეს, უმჯობესია ეს დრო დასვენებას დაუთმოთ. ასევე შესაფერისია მეგობრებთან შეხვედრისთვის.
კურო
ხელსაყრელი დღეა, ცხოვრების ყველა სფეროში ინიციატივის გამოსავლენად. შეგიძლიათ რაღაც შეცვალოთ მოვლენების ჩვეულ მსვლელობაში. არ გადადოთ მნიშვნელოვანი საუბრები, შეძლებთ მშვიდად და კონსტრუქციულად მიიღოთ გადაწყვეტილებები. დღე შესაფერისია სპორტისთვის, ასევე ფიზიკური მუშაობისთვის. შესანიშნავ ფორმაში ხართ და არ გრძნობთ დაღლილობას. დისციპლინა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ ჩაერთოთ დიზაინის შეცვლაში, მშენებლობაში.
ტყუპი
ღირს ამ დღის მშვიდად გატარება, შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილეთ საზრუნავი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აღადგინოთ ძალა და მოემზადოთ მომავალი გამარჯვებებისთვის, დატკბეთ სიმშვიდით და ჰარმონიით. დააწყვეთ სამომავლო გეგმა, რომელსაც უახლოეს მომავალში განახორციელებთ. საღამო შესაფერისია ოჯახური ღონისძიებებისთვის, ნათესავებთან შეხვედრებისთვის, მეგობრებთან სასაუბროდ. შესაძლებელია ნათესავებსა და მეგობრებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ; უარი არ თქვა თხოვნებზე.
კირჩხიბი
გრძნობთ ძალების მოზღვავებას და იოლად უმკლავდებით ბევრ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. შეიძლება იყოს მცირე ფინანსური სირთულეები, მცირე დანაკარგები. მოსალოდნელია ტექნიკის გაუმართაობა. ფული გააზრებულად, მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე დახარჯეთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა, ბევრი სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის. შეგიძლიათ განახორციელოთ კრეატიული პროექტები და იდეები, გრძელვადიანი გეგმები. მთავარია, შუა გზაზე არ გაჩერდე, ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ქაოსს ფინანსურ საქმეებში; არასასურველია განვადებით შესყიდვა, ფულის სესხება.
ქალწული
შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი და რთული ამოცანების გადასაჭრელად, ასევე იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა. მნიშვნელოვანია ყველაფერში წესრიგის დაცვა, დაპირებების შესრულება. შესაძლებელია წარმატებული შესყიდვები. ხელსაყრელი დღეა შორიდან ჩამოსულ ადამიანებთან შესახვედრად.
სასწორი
შეიძლება პრობლემები შეგექმნათ კომუნიკაციაში, მოსალოდენლია ჩხუბი საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან გაგიჭირდებათ ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმება. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, თუ ეს შესაძლებელია, არ ჩაერთოთ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. ეს დღე არ არის შესაფერისი თქვენი უპირატესობის საჩვენებლად. არასასურველია კომერციული პროექტების წამოწყება, უფრო სავარაუდოა, რომ მათ ფინანსური ზარალი მოჰყვეს, ვიდრე ფულის შოვნა.
მორიელი
იგრძნობთ სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის მოზღვავებას, მიხვდებით, რომ მზად ხართ აიღოთ რთული საქმეები. არ არის გამორიცხული დაპირისპირება, საიდანაც უეჭველად გამარჯვებული გამოხვალთ. არ არის გამორიცხული მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც საქმიანი ინტერესები გაქვთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგამხნევებთ.
მშვილდოსანი
სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ არის: სერიოზულად ნერვიულობთ, თუ რამე არასწორედ მოხდება. ადამიანების გაგების უნარი, რაც აქამდე არაერთხელ იყო თქვენთვის სასარგებლო, დღეს არ გეხმარებათ - თქვენ რისკავთ დაუკავშირდეთ მათ, ვინც არ იმსახურებს არც ნდობას და არც ყურადღებას. საყვარელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას მოთმინება დასჭირდება.
თხის რქა
სხვისი ქცევის სწორად შეფასება ადვილი არ იქნება: შეიძლება ჩანდეს, რომ ისინი განზრახ გიწყობენ, პროვოცირებას. ნერვიულობთ და ამიტომ ხანდახან ზედმეტად მკვეთრად საუბრობთ. საბედნიეროდ, ჰარმონიისა და ურთიერთგაგების სწრაფად აღდგენა იქნება შესაძლებელი. არ არის მიზანშეწონილი დიდი შესყიდვები, განსაკუთრებით დაუგეგმავი. თავი შეიკავეთ ექსტრავაგანტული ქმედებებისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას.
მერწყული
კარგი დღეა, სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. მინიმალური ინფორმაციის პირობებშიც კი იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, პოულობთ მიზნისკენ მიმავალ გზას. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობები, შეხვედრები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. დღე შესაფერისია შოპინგისთვის, შეგიძლიათ შეიძინოთ უჩვეულო, ექსტრავაგანტული ნივთები – ისინი დიდხანს გასიამოვნებენ. საღამო შესაფერისია რომანტიკული პაემნებისთვის.
თევზები
რაც არ უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, შეეცადეთ არ გარისკოთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საკუთარი თავის კონტროლის უნარზე, მაშინაც კი, თუ სხვები აჰყვებიან ემოციებს. არაფერი მოიმოქმედოთ, სანამ ყველაფერს არ შეამოწმებთ. დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებზე ზრუნვას დაეთმობა, ამისთვის ზოგიერთს საკუთარი საქმეების გადადება მოუწევს. მიიღებთ ფულად ჯილდოს, არ არის გამორიცხული საჩუქრები.