შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 18:07-ზე, მთვარე კირჩხიბშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს. ვარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
ვერძი
ყველა დავალება თუ საქმე დღეს უნდა მოგვარდეს. გადადება არ შეიძლება. იყავით მომთმენი. საღამო დაუთმეთ ახლის შესწავლას.
კურო
იმოქმედეთ სწრაფად, უყოყმანოდ, გამოიყენეთ არასტანდარტული მიდგომები. საღამოს კარგია განმარტოება; მშვიდ გარემოში მუშაობა.
ტყუპი
ზედმეტს ნუ დაგეგმავთ დღევანდელი დღისთვის. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, პასიურად დაისვენეთ.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანების დახმარება სამსახურში არსებული პრობლემების დაძლევაში და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ლომი
შეიძლება დაიწყოს ცვლილებები, რაც სიტუაციის გაუმჯობესებას მოიტანს. პირად ურთიერთობებშიც გელოდებათ მოულოდნელობები.
ქალწული
დაიწყეთ იმის განხორციელება, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. თქვენი ოცნება შესაძლოა მალე რეალობად იქცეს. მეტი კომუნიკაცია ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
სასწორი
ეცადეთ დღევანდელი დღე მშვიდად გაატაროთ, მეტი დაისვენოთ, ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უკეთესი იქნება მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ.
მორიელი
თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. მიჰყევით დინებას და შეეცადეთ მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ იმის მიმართ, რაც გარშემო ხდება.
მშვილდოსანი
ბოლო დღეები დაძაბული გქონდათ და დროა ცოტა დაისვენოთ და გამხიარულდეთ. შეგიძლიათ დაკავდეთ საყვარელი საქმიანობით, გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან.
თხის რქა
დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ. ნუ შეიკავებთ გრძნობებს და აღიარეთ თქვენი სიყვარული თქვენი სიმპათიის მიმართ.
მერწყული
ყველა დაგეგმილი საქმე წარმატებით დასრულდება. ნუ უგულებელყოფთ საყვარელი ადამიანის თხოვნას, დაუთმეთ მას დრო, გაუწიეთ მხარდაჭერა.
თევზები
ნუ მისცემთ უფლებას სიზარმაცეს ხელი შეუშალოს თქვენი გეგმების განხორციელებას. ავტორიტეტულ ადამიანებთან კომუნიკაცია დაგეხმარებათ მუშაობაში და ახალი პროექტების განხორციელებაში.