10 ივლისი, კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:49-ზე, 12:29-დან მთვარე იქნება მშვილდოსანში
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც.
ვერძი: დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესების დღეა. იყავით მომართული საოჯახო ვალდებულებების შესრულებაზე.
კურო: არ გირჩევთ კამათსა და უსიამოვნებაში ჩართვას. იყავით დიპლომატიური. განსაკუთრებით, ნათესავებისა და მეზობლების მიმართ.
ტყუპი: დილით ჯერ დაისვენეთ, გამოიძინეთ და საქმებში მერე ჩაერთეთ. შეხვედრები, კონსულტაციები და მგზავრობა უმჯობესია, დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ.
კირჩხიბი: მხოლოდ სასიამოვნო საქმეები დაგეგმეთ: მეგობრებთან შეხვედრა, ბავშვებთან ერთად გართობა ან რომანტიკული პაემანი.
ლომი: დელიკატურად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები და ნურც სხვის საქმეებში ჩაერევით უხეშად. თქვენმა კრიტიკამ შეიძლება ოჯახის წევრები გაანაწყენოს.
ქალწული: მოწესრიგეთ ფინანსური საკითხებიც და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. იყავით მომართული სასიამოვნო ემოციების მიღებაზე.
სასწორი: ყველაზე გააზრებულ და თვითდისციპლინირებულ ნიშნებსაც ემართებათ სიგიჟე. ეცადეთ, არც ვალებში გადავარდეთ და არც კავშირები გაწყვიტოთ სამუდამოდ.
მორიელი: სწავლის, აღმოჩენების დღეა. შეიძლება გადაწყვიტოთ საზღვარგარეთ გამგზავრება ან უცხო ენის შესწავლა.
მშვილდოსანი: მოერიდეთ ფორიაქს, ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას. უმჯობესია, ეს დღე დასვენებას, ენერგიის აღდგენას დაუთმოთ.
თხის რქა: ყველა მნიშვნელოვანი საქმე შუადღის შემდეგ განახორციელეთ. დააკვირდით გარშემო მყოფების შინაგან სამყაროს და არა მათ მანერებს, სამოსს.
მერწყული: მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან, პრეტენზიების გამოთქმას. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, საოჯახო საქმეების შესრულებას.
თევზები: სხვებზე ზრუნვა კარგია, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებს, საღამოს საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული დახვედრა.