10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეძლებთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: შეძლებთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.

ვერძი

ფული ხარჯეთ უკიდურესი პასუხისმგებლობით, მოერიდეთ ფლანგვას. მეტი დრო დაუთმეთ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას.

კურო

ჩამოაყალიბეთ პოზიტიური პროგრამა უახლოესი მომავლისთვის: ისარგებლეთ ხელსაყრელი გარემოებებით თქვენი ცხოვრებისეული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ტყუპი

რაც უფრო მეტ სიკეთეს გაუკეთებთ გარშემო მყოფებს, მით უფრო სწრაფად დაგიბრუნდებათ იგი ბუმერანგის სახით.

კირჩხიბი

რთული დღის გადარჩენის ერთადერთი გზაა დილიდანვე განეწყოთ პოზიტიურად. დაუთმეთ დღე შემოქმედებით საქმიანობას.

ლომი

დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ან დაგეგმოთ დიდი ხნის ნანატრი რემონტი, შეიმუშაოთ პროექტი, ჩამოწეროთ ხარჯი და დაათვალიეროთ თქვენთვის შესაფერისი სამშენებლო მასალები.

ქალწული

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეეცადეთ არ გადადოთ მისი განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამისთვის განკუთვნილი ენერგია ფუჭად დაიხარჯება.

სასწორი

თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი შანსი მოგეცემათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ ხელიდან, უახლოეს მომავალში ასეთი იღბლიანი კომბინაცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ განმეორდეს.

მორიელი

დღე არ არის შესაფერისი დასვენებისთვის. პირიქით, გააცნობიერეთ, რა მიზნისკენ უნდა წახვიდეთ, შეეცადეთ იმოქმედოთ აქტიურად და თქვენს შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის გარეშე.

მშვილდოსანი

თუ მზად ხართ შედეგის მისაღწევად დიდხანს და მონდომებით იმუშაოს, შეძლებთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას, სხვისგან დახმარებას ნუ ელით.

თხის რქა

დროა დაუბრუნდეთ იმას, რაც გადადებული გქონდათ. ახლა შეგიძლიათ შეხედოთ მას სხვა პერსპექტივიდან, რომელიც თქვენთვის უფრო გასაგებია.

მერწყული

დროა იმუშაოთ თქვენი იმიჯის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც მნიშვნელოვანია სალონში და საყიდლებზე წასვლა - შესყიდვები უფრო წარმატებული იქნება.

თევზები

მეგობართან ყველაზე ხანმოკლე და უმნიშვნელო საუბარმაც კი შეიძლება დაგანახოთ ადამიანი სხვა მხრიდან და მისი ნამდვილი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, გაითვალისწინეთ ფაქტები.