10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:45-ზე, მთვარე თხის რქაშია

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი

ეს დღე მშვიდად და მარტივად ჩაივლის. არ იჩქაროთ რთული გადაწყვეტილებების მიღება. დროა მოძებნოთ დამხმარეები და თანამოაზრეები, შეგიძლიათ შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს. დღის განმავლობაში მომხდარი ამბები დაგეხმარებათ სწორი გზის არჩევაში.

კურო

დღეს დიდი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების რისკი გემუქრებათ. შეეცადეთ მიმოიხედოთ გარშემო, რათა არ გაუშვათ შანსი. ზოგადად, დღე კარგი და წარმატებულიც იქნება, თუ წვრილმანებზე არ ინერვიულებთ, ახლა ისინი არც ისე მნიშვნელოვანია. იყავით თავდაჯერებული, ეს დაგეხმარებათ როგორც პირად საქმეებში, ასევე სამსახურში.

ტყუპი

იღბალიანი დღე გელოდებათ და ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თქვენ ფიქრობთ. არ გვირჩევთ პრეტენზიების გამოხატვას გარშემო მყოფების მიმართ. ახლობლებისთვის მტკივნეულ საკითხებზე ლაპარაკს. ეცადეთ გამონახოთ კომპრომისი.

კირჩხიბი

დღეს თავით უნდა გადაეშვათ საქმეებში, რაც ხელს შეუწყობს ნეგატიური აზრებისა და გამოცდილებისგან ყურადღების გადატანას. შეიძლება ბევრი კითხვა გაჩნდეს, რომლებზეც პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველა კითხვას მალე გაეცემა პასუხი. მიუხედავად დაბრკოლებებისა - აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი.

ლომი

მოერიდეთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას. მეტი დრო დაუთმეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. თუ არ იზარმაცებთ და საქმეებში დახმარებას სთხოვთ გარშემო მყოფებს, შესანიშნავ შედეგებს მიღწევთ.

ქალწული

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც მუშაობაში დაგეხმარებათ. და ეს ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი, მენეჯმენტი ყურადღებას მოგაქცევთ, დაგაფასებთ. მეტად მოუსმინეთ შინაგან ხმას, ის მიგახვედრებთ, როგორ გამოხვიდეთ რთული სიტუაციებიდან.

სასწორი

დღეს გაგიმართლებთ, შეძლებთ განიხილონ ყველაზე მოსაწყენი და რთული ამოცანები და დაიწყოთ მათ დასრულებაზე ფიქრი. არ გირჩევთ ფულის დახარჯვას, უმჯობესია შეინახოთ საჭირო ნივთების საყიდლად. თავი შეახსენეთ გავლენიან ახლობლებს, მათი დახმარება მალე დაგჭირდებათ.

მორიელი

თქვენი ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა არ დარჩება შეუმჩნეველი, ხელმძღვანელობა შოკირებული იქნება თქვენი იდეებითა და ქმედებებით. რა თქმა უნდა, კარგი თვალსაზრისით. გირჩევთ მოუსმინოთ თქვენი მხარდაჭერის ჯგუფს, ისინი მხოლოდ სწორ ვარიანტებს შემოგთავაზებენ. და, რა თქმა უნდა, მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას.

მშვილდოსანი

დღეს წვრილმანი საქმეები გვერდზე უნდა გადადოთ და დაიწყოთ ის, რაც ნამდვილად საჩქაროა. არ გირჩევთ ფულის ხარჯვას. გვირჩევთ თქვენი იდეების ყველა კუთხე-კუნჭულში გაჟღერებას - დიდი შანსია მნიშვნელოვანი პიროვნება დაინტერესდეს თქვენით.

თხის რქა

დღეს დრო არ უნდა დაკარგოთ, დილიდან დაიწყეთ საქმეების მოგვარება. არ იჩქაროთ, შეცდომის დაშვების რისკი გაიზრდება. და ასევე სასარგებლოა კომუნიკაცია, - ის დაგეხმარებათ მელანქოლიისა და უსიამოვნო ფიქრებისგან გათავისუფლებაში. საღამო პასიურად გაატარეთ.

მერწყული

დღეს ყველას უყვარხართ. ისარგებლეთ ამით და ახალი პროექტების დაწყება სცადეთ. აგრეთვე, - ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. ემოციების მართვა ადვილი არ იქნება, გაგიჭირდებათ თავის შეკავება და ეცადეთ, რთულ მომენტებში საყვარელ ადამიანებზე არ გაბრაზდეთ.

თევზები

დილიდან დაგეგმეთ საქმეები, მაშინ აუცილებლად გექნებათ დრო ყველაფრისთვის. ღირს ფულის დაზოგვა, უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვაზე. გარშემო მყოფებთან საქმიანობა ხალისიანად ჩაივლის და ახლა უფრო ადვილი იქნება თქვენი მიზნის მიღწევა.