მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.
10 მარტს დაბადებული ადამიანები ბოჰემური ბუნების მქონე, შემოქმედი ინდივიდები არიან. მათ უმრავლესობას მთელი ცხოვრების მანძილზე აქვს მცდელობა გაერკვიოს საკუთარ თავში, თუმცა, ხშირად ეს არ გამოსდით. ამ ადამიანებისთვის პიროვნული წარმატების მისაღწევად საუკეთესო სფეროა თეატრი, კინო ან ფსიქოლოგია.