10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ გექნებათ გარშემო მყოფების დახმარების იმედი. შეიძლება დაგპირდნენ, მაგრამ არაფერი გაგიკეთონ. ამიტომ უმჯობესია, ყველაფერი თავად და დაკვირვებულად აკეთოთ.

ტყუპი

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. დღეს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ მთელ თანხას დღესვე ნუ დახარჯავთ.

კირჩხიბი

წარმატებული დღე გელით. ნებისმიერ სფეროში მიაღწევთ წარმატებას. კარგი დღეა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, უძრავი ქონების საყიდლად. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.

ლომი

კარგ დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეტი დრო დაუთმეთ პირადი და საოჯახო საკითხების მოგვარებას. აკონტროლეთ ემოციები და ხარჯი.

ქალწული

დაასრულეთ, შუა გზაში ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. უთანხმოება დიპლომატიურად მოაგვარეთ.

სასწორი

საწინააღმდეგო სქესთან ახალი ნაცნობობა რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. ის, რასაც დღეს დათესავთ, მომავალში კარგ ნაყოფს გამოიღებს.

მორიელი

გაგიადვილდება სახლთან, ოჯახთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. აგრეთვე, დაგირეგულირდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი

დაძაბული დღე გელით. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, განსაკუთრებით ფინანსური დოკუმენტების შევსებისას.

თხის რქა

გაფრთხილდით, არ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი, ვინმემ ბინძურ საქმეებში არ გაგხვიოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. დაეხმარეთ გაკვეთილების მომზადებაში.

მერწყული

დღეს იმაზე მეტად დაკვირვებულად უნდა იმუშაოთ, ვიდრე სხვა დროს. საკუთარის გარდა აკონტროლეთ კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო. დღეს ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ და პოპულარობა მოიპოვოთ.

თევზები

გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. აგრეთვე კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ფულის დასაბანდებლად, ხელშეკრულების გასაფორმებლად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით