ავტორი:

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:01-ზე, მთვარე ვერძშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.

ვერძი: დღეს მაქსიმალური სიმშვიდე უნდა გამოავლინოთ. რუტინული ვალდებულებები მოაგვარეთ, არაფერი განსაკუთრებული და რთული. იყავით მეგობრული პარტნიორებთან. საღამოს დაუვიწყარი რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ.

კურო: ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას ნუ შეეცდებით. გარშემო მყოფებთან დაიცავით დისტანცია, განსაკუთრებით აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან.

ტყუპი: ფრთხილად და გააზრებულად იმოქმედეთ, დღეს გარისკვა და სახიფათო საქმიანობა გეკრძალებათ. იფიქრეთ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს თითოეულ ნაბიჯს. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

კირჩხიბი: აკონტროლეთ ემოციები. კრიტიკას მშვიდად შეხვდით, ზოგჯერ ის საკუთარი თავის, საქმეების გამოსწორებაში დაგეხმარებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ლომი: ემოციური დღეა. მშვიდი საქმეები შეასრულეთ. ეცადეთ, არავისთან იკამათოთ. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ, არ გამოვა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულს.

ქალწული: მეტი დაკვირვება და ყურადღება გმართებთ საქმეების მიმართ. რთული დღეა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფებიც აგრესიულები იქნებიან და ტექნიკაც გაჯიუტდება. არავის ენდოთ, არავის დათანხმდეთ ავანტიურაზე.

სასწორი: რუტინული საქმეების შესრულების დღეა. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ზომიერება გმართებთ კვებაში. საღამოს მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, სამუშაო ზონა.

მორიელი: დაძაბული დღეა. მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებს, ადამიანებს. აკონტროლეთ ემოციები, განსაკუთრებით ახლობლებთან ურთიერთობისას. ახალი არაფერი არ მოიმოქმედოთ უმჯობესია, ყოველდღიური, მსუბუქი საქმეები შეასრულოთ.

მშვილდოსანი: ნუ დაგეგმავთ საქმიან შეხვედრებს, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას. დღევანდელი დღე და განსაკუთრებით საღამო დასვენებას დაუთმეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

თხის რქა: საქმეებით დატვირთული დღე გელოდებათ და ეცადეთ, მხოლოდ აუცილებელი შეასრულოთ და ისიც დიდი დაკვირვებით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან, იყავით ლოიალური აგრესიულად განწყობილი ადამიანების მიმართ.

მერწყული: შეხვედრებისა და განხილვების დღეა. მშვიდად შეხვდით გარშემო მყოფების გამოხდომებს. საუკეთესო დღეა სწავლისა და ინფორმაციის მოსაძიებლად. არ გირჩევთ ტექნიკის შეძენას.

თევზები: ემოციური და დაძაბული დღეა. იყავით მშიდი და გააზრებული. კარგ იქნება, თუ სხვა დღისთვის გადაიტანთ საქმიან შეხვედრებს, მნიშვნელოვან საქმეებს. დღეს კი დაისვენებთ, ბუნებაში გაისეირნებთ, სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტებთ.