10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. საღამო დასვენებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. პირად ურთიერთობებში მოიმატებს ემოციურობა.

ტყუპი

ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საუკეთესოდ შესრულებული საქმეებით უფროსის შექებას დაიმსახურებთ. საღამოს შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ, მეტად გამოავლინეთ თქვენი ფანტაზია. დაეხმარეთ მეგობრებს.

კირჩხიბი

ფორტუნა გწყალობთ და რაც უფრო მეტად გამოავლენთ ინიციატივას, მით უკეთესია თქვენი წინსვლისთვის. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მისტიკისა და ყველაფერი უჩვეულოსადმი. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე.

ლომი

საქმეების მოგვარებას დილიდან უნდა შეუდგეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

ქალწული

კარგი დღეა ორიგინალურ, საიდუმლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. აგრეთვე, ექსპერიმენტებისთვის და საკუთარი ძალების სხვადასხვა სფერში (მაგალითად, ფოტოგრაფია) მოსინჯვა. ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, რასაც კი ხელს მოკიდებთ.

სასწორი

შეიძლება შეიძინოთ ან საჩუქრად მიიღოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. რუტინული საქმიანობაც კი სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფულთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ, გადაამოწმეთ ნავაჭრი, ხურდა.

მორიელი

დილიდან შეუდექით გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. პერიოდულად შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანებს და ნურც ოჯახის წევრებს მოაკლებთ მზრუნველობას. საღამოს შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ.

მშვილდოსანი

აიმაღლებთ ავტორიტეტს კოლეგებში, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, გარშემო მყოფებთან. ნებისმიერი უსიამოვნება თქვენთვის სასიკეთოდ მოგვარდება.

თხის რქა

დილიდან შეუქედით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. წარმატება გელით ფსიქოლოგიაში, ხელოვნებასა და სოციალური სამსახურში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. საღამო მეგობრებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

მერწყული

გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, მატერიალური მდგომარეობა. თქვენი ორიგინალურობა შეიძლება ან ღირსებად, ან ნაკლად იქცეს. ნუ გადავარდებით ილუზიებში.

თევზები

წარმატება თქვენ მხარეზეა, გაბედულად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეგობრებთან, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებთან. გავლენიანი ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით