10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეხუთე დღე, მთვარე კირჩხიბშია

კარგი დღეა ვაჭრობისთვის. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, - აკონტროლეთ ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი

დღე სავსე იქნება მოულოდნელი მოვლენებით, ამიტომ მოემზადეთ სიურპრიზებისთვის. მოერიდეთ რთულ ან მტკივნეულ საკითხებს შეხებას, რათა არ დაიწყოთ კონფლიქტი და არ გააფუჭოთ ურთიერთობა.

კურო

დღეს მიიღებთ იმის შედეგები, რაც გააკეთეთ წარსულში. არის შანსი შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შემდგომ მოვლენებში. თვალი ადევნეთ რა ხდება თქვენ გარშემო.

ტყუპი

დღე რთული და კონფლიქტური იქნება. ზოგიერთი თქვენი ნაცნობი დაიწყებს კამათს ან დაპირისპირებას და გაიხსენებს ძველ წყენას, შეცდომებს. ნუ ჩაერთვებით ასეთ საუბრებში, მოშორდით ნეგატიურ ადამიანებს.

კირჩხიბი

ამ დღეს სირთულეებსა თუ უსიამოვნებებს ბედნიერი დასასრული ექნება, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, თუ თავიდან რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ წავა. მოკლე მოგზაურობა მხიარულ ემოციებს მოგანიჭებთ. იფიქრეთ თქვენს პირად ურთიერთობებზე, გააუმჯობესეთ ისინი.

ლომი

დღეს კარგია საინტერესო გეგმების შედგენისა და მათი განხილვისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. რთული სიტუაციების ერთობლივი გადაჭრა თქვენს ურთიერთობას ძლიერსა და სანდოს გახდის. გაატარეთ საღამო სახლში და გამოჯანმრთელდით მომავალი კვირისთვის.

ქალწული

წარმატებები გელოდებათ ყოველდღიური რუტინული დავალებების შესრულების დროსაც კი. გირჩევთ, ყურადღებით მიმოიხედოთ გარშემო, შეამჩნიოთ ბედისწერის ნიშნები და გამოიყენოთ ისინი თქვენს სასარგებლოდ. უმჯობესია არ ჩაერიოთ სხვა ადამიანების საქმეებში.

სასწორი

ბინის დასუფთავება, ინტერიერის გადაწყობა ან შეცვლა დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში და კარგი განწყობის აღდგენაში. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან: შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს თქვენით სარგებლობა მოუნდეს.

მორიელი

კარგი დღეა უახლოეს გეგმებზე ფიქრისთვის, თანამოაზრეების მოსაძებნად და მოქმედებისთვის მოსამზადებლად. თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, შედეგის მიღწევა გაგიადვილდებათ. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება.

მშვილდოსანი

ეცადეთ იყოთ უფრო რბილი კომუნიკაციაში, გამოიჩინეთ ტაქტი და ზრდილობა. განცხადებებში სიმკვეთრე ან არაგონივრული კრიტიკა და შეურაცხყოფა ურთიერთობებას გაგიფუჭებთ.

თხის რქა

დღეს არ არის საუკეთესო დღე აქტიურობისთვის. უფრო სასარგებლოა გეგმა შეადგინოთ, რისი განხორციელება გსურთ მომავალში, იფიქროთ დამატებით რესურსებსა და შესაძლებლობებზე. აკონტროლოთ თქვენი სიტყვები და მოერიდეთ კამათს.

მერწყული

მიიღეთ გადაწყვეტილებები ინტუიციაზე დაყრდნობით. დისკუსიებში ნუ ეცდებით თქვენი აზრის დამტკიცებას ნებისმიერ ფასად, ნუ ამძაფრებთ სიტუაციას, უპასუხეთ ყველაფერზე უფრო მშვიდად. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებს მიიღებთ, ორჯერ დაფიქრდით.

თევზები

თვალყური ადევნეთ რა ხდება თქვენ გარშემო, მიიღეთ ახალი ინფორმაცია. მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ შესაძლებლობებში სრულიად დარწმუნებული იქნებით, დაიწყეთ მოქმედება. გირჩევთ არ მიიღოთ გადაწყვეტილებები იმპულსურად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვა და მომგებიანი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვათ.