კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად.
ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა.
მოერიდეთ საქმეების გარჩევას.
უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ.
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად.
კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ბედნიერი იქნება. იგი დიდხანს მარტო ვერ გაძლებს. მეორე ნახევრის მხარდაჭერა და სიყვარული ძლიერსა და ბრძენს გახდის.
ეს ის დღეა, როცა ალკოჰოლი საფრთხეს არ შეგიქმნით. აგრეთვე, აკრძალული არაა არც ერთი პროდუქტის მიღება.
თმის შეჭრას მოერიდეთ.
ამ დღის ქვაა: ამეთვისტო.
მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 20:27
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.